კორძაია ომბუდსმენს სთხოვს: "მოუწოდეთ შსს-ს "ღირსების მარში" ღირსეულად ჩატარდეს"

პარლამენტის უპარტიო წევრი თამარ კორძაია საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვს, მოუწოდოს სამართალდამცავ უწყებებს ქვეყანაში "ღირსების მარში" - პრაიდი ღირსეულად ჩატარდეს. კორძაიამ სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც მის ანგარიშსს უსმენდნენ. "გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომ არ უნდა მიეცეს ღირსების მარშს - პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით - ეს ერთია, რომ პარლამენტის წევრს და წამყვანი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე არ ესმის, რას ითხოვს კონსტიტუცია, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, გააჟღეროთ მოწოდება, რომ შსს-მ და ყველა უწყებამ მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გააცნობიეროს, რომ ღირსების მარშის ჩატარება უნდა უზრუნველყონ ღირსეულად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე და მოძალადეებს მიუჩინონ ადგილი", - განაცხადა თამარ კორძაიამ. ასევე ნახეთ თაბაგარის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ გმობდნენ ძალადობას, „ოცნების" თავმჯდომარე ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ეთერში თბილისში დაგეგმილი "პრაიდ კვირეულის" წინააღმდეგ ღიად ისაუბრა. "მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება - მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე", - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. три წამყვანის რეპლიკაზე, „ეკლესიას უგორებთ კოჭს?” კობახიძე აღნიშნავს: „ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”. მისი თქმით, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება. კობახიძე ამატებს: „ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”. „პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ. ...
წყარო

Nina

თბილისი
  • 6 თვის წინ

Teko

რუსთავი
  • 4 თვის წინ

Annaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 3 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 7 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lizi

ბათუმი
  • 5 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 7 დღის წინ