ნაზი ჯანეზაშვილი: წლები გავა და ინანებს ეს ხელისუფლება, რომ სასამართლოში რეფორმა არ გაატარა

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ყველა ხელისუფლება, რომელიც სასამართლო სისტემაში სერიოზულ, ფუნდამენტურ და პროგრესზე ორიენტირებულ რეფორმას არ გაატარებს, საბოლოო ჯამში, აუცილებლად ინანებს. გადაცემაში „სასამართლო კლანის“ გაძლიერების მიზეზებზე საუბრისას ნაზი ჯანეზაშვილმა თქვა, რომ დღესვე შეუძლია იმის თქმა, რომ სწორედ ასეთი მომავალი ელის მოქმედ ხელისუფლებას. „წლები გავა და აუცილებლად ინანებს ეს ხელისუფლება, რომ სასამართლოში რეფორმა არ გაატარა იმიტომ, რომ შემოუბრუნდება თვითონ უკან ეს სასამართლო, რომელიც მათ დღეს შექმნეს. როგორც ეს მოხდა წინა ხელისუფლების დროს, ისე მოხდება ეხლაც... აუცილებლად ინანებს იმიტომ, რომ მოსამართლეები 2040, 2050 წლამდე არიან დანიშნულები და თვითონ 2040 წლამდე ხელისუფლებაში ფიზიკურად ხომ ვერ იქნებიან, ეს ხომ წარმოუდგენელი რამეა? ამიტომ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მოსამართლეები მათ წინააღმდეგ გაილაშქრებენ მომავალშიც იმიტომ, რომ ასეთები არიან ეს მოსამართლეები და ეს სისტემა. ეს ხომ უკვე გამოვცადეთ, წინა ხელისუფლებამ გამოსცადა. ამ ხელისუფლებამაც უნდა გამოსცადოს, როგორც ჩანს, რომ მერე, შემდგომმა სხვა ცვლილებები სერიოზულად გაატაროს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი თქმით, გარკვეული დონის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს დღეს, რომ „კლანი“ ვერავის ვეღარ მოატყუებს. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/31289419.html?type=audio&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/media/video/31289419.html?type=audio") „მძიმე სიტუაციაა საკმაოდ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ნიჰილიზმით უნდა ვიყოთ ჩვენ მოცული. აუცილებელია, რომ უფრო მეტად ვიყოთ მოტივირებულები და პირადად მე ასეთი განწყობა მაქვს. უბრალოდ იცვლება მიდგომები, იცვლება მეთოდები. პირადად მე, ასე ვთქვათ, ამ შემართებით ვარ. მეტი მუშაობაა საჭირო ხალხთან. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არის ქვაკუთხედი ამ ქვეყნის განვითარებისთვის. თუ სამივე შტო არ არის დანაწილებული და ის კონსტიტუციური პრინციპი, რაც ჩვენ გვაქვს, არ არის უზრუნველყოფილი, შეუძლებელია ეს ქვეყანა განვითარდეს, გინდ ეკონომიკურად, გინდ დემოკრატიულად და სხვა კუთხით. ეს არის ელემენტარული საბაზისო საკითხი. ამის გარეშე ჩვენ წინ ვერ წავალთ. ევროინტეგრაცია და პერსპექტივები, რაზეც მუდმივად მიდის საუბარი, ძალიან ნაადრევი და შორეული იქნება, თუ ამ რეფორმებს არ გავატარებთ. ეს უნდა დავიწყოთ ძალიან დიდი შემართებით, მეტი მონდომებით“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. „დილის საუბრებში“ მან აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ სასამართლო სისტემის გაჯანსაღების საკითხებზე აქტიური მუშაობის გაგრძელებ...
წყარო

Elene

თბილისი
  • 6 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nita

თბილისი
  • 7 დღის წინ

Irmako

თბილისი
  • 1 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sali

ბათუმი
  • 24 დღის წინ

Nuro relaqs masaji

თბილისი
  • 2 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 15 თვის წინ

Teona

ქუთაისი
  • 17 საათის წინ