მოსკოვში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატი, ქეთევან ხარაიძე, დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა წუხელ დააკავეს ტვერის რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატი, ქეთევან ხარაიძე, რომელიც, როგორც პარტია „იაბლოკოს“ წევრი, მაისში სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დეპუტატის დაკავებას წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში. დეპუტატს ჩამოართვეს ტელეფონი, კომპიუტერი და პალტოს ჯიბიდან ამოღებული ათი ათასი რუსული რუბლი. თუმცა დაკავებამდე ხარაიძემ მეზობელს უთხრა, რომ ფული მას პალტოს ჯიბეში არ ედო. ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ საგამოძებო კომიტეტის თანამშრომლებმა ბინა დატოვეს, მაგრამ შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ და აიძულეს ხარაიძე, გაეღო კარი ვითომცდა დაკითხვაზე გამოძახების განაწესის შესადგენად, რის შემდეგაც დეპუტატი ქალი დაკითხვაზე მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალურ ოლქში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სისხლის სამართლის რა მუხლით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ხარაიძესთან ადვოკატს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. პარტია „იაბლოკოს“ წარმომადგენელი ქეთევან ხარაიძე მოსკოვის ტვერის რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატია. საკუთარი ფეისბუკის გვერდზე იგი ხშირად საუბრობს რაიონის კეთილმოწყობის პრობლემატიკაზე. ...
წყარო

Lizi

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 19 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • VIP+

mari mari

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Deaaa

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 3 საათის წინ

Maka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 19 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 3 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 10 საათის წინ