"არასრულწლოვან" ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილს 2012 წლის არჩევნებამდე უსმენდნენ - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უსმენდნენ. ეს არის იმ გამოძიების შედეგები, რომელიც უწყებამ TV პირველის ეთერში გასულ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო საუბრის შინაარსზე დაიწყო. ამის შესახებ ბრიფინგი პროკურატურაში გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, თუმცა ეთერში გასული მონტაჟით შეცვლილია საუბრის შინაარსი. "მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებითა და ორგანიზებით 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე", - განაცხადეს პროკურატურაში. პროკურატურის მტკიცებით, ამ დროს ფორმალურად შექმნილი საფუძვლებით და გამოგონილი სახელებითა და მეტსახელებით ასეულობით პირს უსმენდნენ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, "ქართული ოცნების" წევრების, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტების კუთვნილ ტელეფონებზე. პროკურატურა აცხადებს, რომ ტელეეთერით გასულ აუდიოჩანაწერზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზა დაუკვეთეს და დაადგინეს, რომ: "მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13-18 წლამდე დიაპაზონში"; "მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლამდე დიაპაზონში"; "მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლამდე დიაპაზონში". "ექსპერტიზით დასტურდება, რომ მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად გამოყენებულია მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი", - აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში და დასძენენ, რომ ასეთი კვალი 170 ადგილზეა. პროკურატურამ აუდიოჩანაწერის მოდელიერების მაგალითად მასში ნახსენები "დაგირეკავენ მინისტრები" მოიყვანა და ასე განმარტა: "ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა "მინისტრები" საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები "მილი" და "სტები", ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები". პ...
წყარო

Nina

ქუთაისი
  • 23 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 9 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 1 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

ქუთაისი
  • 5 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ancho varketili

თბილისი
  • 3 დღის წინ
  • 100%

Lola

ბათუმი
  • 9 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 4 დღის წინ

Marita transi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Olichka

თბილისი
  • 1 თვის წინ