ევროსასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო

იურისტ სანდრო ბარამიძის ინფორმაციით, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას 2020 წლის მსჯავრდების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო. „სასამართლოს აინტერესებს, რამდენად აკმაყოფილებდა "კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს" სტანდარტს სასამართლო, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელიც ყოფილი გენპროკურორია, იყო თუ არა მოსამართლის კვალიფიკაციის პრობლემა, აკმაყოფილებდა თუ არა სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს“, - წერს „ფეისბუკზე“ სანდრო ბარამიძე. 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა „თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განუსაზღვრა 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტიის და ციხეში გატარებული დროის გათვალისწინებით). უზენაეს სასამართლოში უგულავას საქმე განიხილეს მოსამართლეებმა: შალვა თადუმაძემ, ლალი ფაფიაშვილმა და მერაბ გაბინაშვილმა. უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ადვოკატი ამბობდა, უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოსა და საკასაციო საჩივრის მომზადების დროს შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. მიუხედავად ამისა, მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. ადვოკატი აცხადებდა, რომ სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის პოზიცია და უგულავა არა უფლებამოსილების გადამეტებაში, არამედ ბიუჯეტის თანხის მითვისებასა და გაფლანგვაში გაამტყუნა. მისი განმარტებით, ეს დანაშაული უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე უფლებამოსილების გადამეტება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა, რასაც საფუძვლად დაედო 2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმება. ...
წყარო

Lenachka

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 15 დღის წინ

Darina

თბილისი
  • 2 თვის წინ

Ninaka

თელავი
  • 3 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 20 თვის წინ

Irinka

თბილისი
  • 13 წუთის წინ
  • VIP

Lika

თბილისი
  • 15 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 48 წუთის წინ

Irmako

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 3 თვის წინ

B a b i

თბილისი
  • 3 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 13 თვის წინ