მსოფლიო ბანკი მზად არის, მთავრობას კონსულტაცია გაუწიოს ათწლიანი გეგმების დამუშავებაში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვდა, რის შემდეგაც მათ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. „ქალბატონ ანა ბიერდეს ვთხოვე, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად ჩაერთოს და კონსულტაცია მივიღოთ, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც“, - თქვა ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტები, რომლებსაც მსოფლიო ბანკი მართავს საქართველოში. „მინდა შეგახსენოთ, რომ პორტფელის საერთო მოცულობა შეადგენს 2,7 მილიარდ ამერიკულ დოლარს, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, დაახლოებით, 70-მდე პროექტის დასაფინანსებლად. ამჟამად ბანკის მიმდინარე 13 აქტიური პროექტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით მილიარდ დოლარს, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მე მადლიერებით მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკის ჩართულობა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების მიმართულებით. ვისაუბრეთ ასევე პროფესიული განათლების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით ერთობლივად უფრო მეტი ძალისხმევის განხორციელებაზე. ასევე ენერგეტიკის მიმართულებით, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ“, - თქვა ღარიბაშვილმა. გარდა ამისა, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, მთავრობას აქტიურად ეხმარება მსოფლიო ბანკი ვაქცინების შეძენაში. „პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო და ახლაც არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროცესში“, - თქვა ღარიბაშვილმა. ანა ბიერდეს განცხადებით, საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი და ქვეყანა მალე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგსა და პროგრამას, რასაც მსოფლიო ბანკი დიდი სიამოვნებით დაუჭერს მხარს. „ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალზეც ვესაუბრეთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მივიღოთ მონაწილეობა. ქვეყნის ახალი სტრატეგია იწერება ამჟამად და რეფორმების განვითარების კუთხით, რაც საქართველოს მთავრობას ასე ძალიან უნდა, ვფიქრობთ, ჩვენი დახმარება იქნება აქტუალური“, - თქვა ბიერდემ. ...
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 1 დღის წინ

Alesia

თბილისი
  • 6 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anano da nita

თბილისი
  • 24 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anii

ბათუმი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Ele

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 10 საათის წინ
  • 100%

Nata transi tbilisi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 1 თვის წინ

B a b i

თბილისი
  • 1 დღის წინ