ზურაბიშვილმა რომის პაპს გადასცა პატრიარქის საჩუქარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რომის პაპ ფრანცისკესთან პირისპირ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში შექმნილი ვითარება და რეგიონულ ჭრილში საქართველოს როლი განიხილა. „საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მედიაციის მნიშვნელობას. საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიალოგის გარეშე კონფლიქტების დაძლევა და სიტუაციის დეესკალაცია შეუძლებელია", -იუწყება ადმინისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ, რომელზეც მუშაობა, მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შეხვედრაზე საუბარი იყო ბავშთა ონკოლოგიის საკითხებზე, რომლებიც ადმინისტრაციის განცხადებით, „საქართველოსათვის ერთ-ერთი სერიოზული საკითხია და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფომ მზაობა გამოხატა, რაც საქართველოსათვის ძალიან სასიხარულო ფაქტია". საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპთან კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებითაც ილაპარაკა და ყურადღება გაამახვილა პატარა ქვეყნების როლზე და მათი გაძლიერების მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, პატარა ქვეყნებს ცალ-ცალკე არ შესწევთ ძალა, რომ მსგავს გლობალურ თემებთან დაკავშირებით გაიტანოთ საკუთარი ხმა და პოზიცია. ზურაბიშვილმა რომის პაპთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკითხი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა მეფე დემეტრე I-ის ავტორობით შექმნილი საგალობლის „შენ ხარ ვენახი“ ხელნაწერი ნოტები, რომელიც სპეციალურად რომის პაპისათვის გადაიწერა, წიგნი ქართული კულტურის შესახებ და წიგნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების შესახებ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საუკეთესო ღვინოების ნაკრები. ასევე, გადასცა პატრიარქის საჩუქარი. ვატიკანის სახელმწიფოში პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა. ასევე ნახეთ წმიდა საყდარმა რომში მდებარე ეკლესია გადასცა საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას ...
წყარო

Tatuli

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ekuna varketili

თბილისი
  • 16 საათის წინ

Likyna

თბილისი
  • 16 საათის წინ

Miranda

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 13 საათის წინ

Lara

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Anii

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 1 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 2 დღის წინ