სომხეთის დედაქალაქში ვადამდელი არჩევნების წინ ოპოზიციური ალიანსის გამოსვლა გაიმართა

სომხეთის დედაქალაქში 18 ივნისს, მომავალი ვადამდელი არჩევნების წინ. გაიმართა ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ოპოზიციური ალიანსის თავყრილობა. ორივე წამყვანი პოლიტიკური ძალა დასკვნითი მიტინგების გამართვას სწორედ 18 ივნისს გეგმავდა ერევნის მთავარ რესპუბლიკის მოედანზე, მაგრამ თავიდან რომ აეცილებინათ შეტაკება მოწინააღმდეგე ბანაკის მომხრეებთან, ნიკოლ ფაშინიანმა ერთი დღით ადრე, 17 ივნისს, ჩაატარა შეხვედრა თავის მხარდამჭერებთან. ქოარიანმა მიმართა მომხრეებს და ქებით მოიხსენია ალიანსის „ტრიუმფალური კამპანია“. „ეს არ არის ბრძოლა ძალაუფლების დაბრუნებისთვის, ესაა ბრძოლა იმისთვის, რომ „ჩვენს ხალხს სახელმწიფოებრიობა დავუბრუნოთ“, თქვა მან. ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტი იყო 1998-2008 წლებში. მისი წინასაარჩევნო ბოლო შეხვედრა ბოლო თავყრილობა იყო 20 ივნისის არჩევნებამდე, რომელმაც უნდა მოაგვაროს პოლიტიკური კრიზისის მთიანი ყარაბაღისთვის ბოლო ომის გამო გახლეჩილ სომხეთში. არჩევნებში მონაწილეობენ 21 პარტია და 4 პოლიტიკური ალიანსი. წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფავორიტებად ითვლებიან ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ და რობერტ ქოჩარიანიის ბლოკი „ჰაიასტანი“ (სომხეთი). სოციოლოგიური გამოკითხვებით, მათ გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ. მეორე ტური გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ ვერავინ მოაგროვებს მთავრობის შექმნისთვის საჭირო კოალიციას ექვსი დღის განმავლობაში. 47 წლის ფაშინიანმა ხელისუფლება ჩაიგდო ხელში 2018 წელს მისი წინამორბედის მასობრივი დემონსტრაციების შედეგად ჩამოგდების შემდეგ. მისი პოპულარობა დაეცა აზერბაიჯანთან შარშან შემოდგომის საომარი კონფლიქტის შემდეგ. რუსეთის შუამავლობით დადებული შეთანხმების შემდეგ გამართული დემონსტრაციების მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას ადანაშაულებენ ყარაბაღის გარშემო ომში განცდილ მარცხსა და კაბალურ სამმხრივ შეთანხმებაზე (ერთობლივ განცხადებაზე) ხელის მოწერაში, რომლითაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბერს განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა. 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად აზერბაიჯანს დაუბრუნდა კიდევ სამი რაიონი. ...
წყარო

Nino

თბილისი
  • 23 საათის წინ

Marika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 1 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 15 საათის წინ
  • VIP

Taso88

თბილისი
  • 1 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Salome

თბილისი
  • 1 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sofi

თბილისი
  • 16 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 7 საათის წინ

N i a

თბილისი
  • 15 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 2 დღის წინ