ვარლამ გოლეთიანი: პირობების შესრულებამდე მედიაციის პროცესი ვერ დაიწყება

ევროკავშირის მონაწილეობით ონლაინშეხვედრის დასრულების შემდეგ „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი სოფელ გუმათში გაემგზავრა. მან აქციის მონაწილეების წინაშე ილაპარაკა მედიასთან მედიაციის პროცესის დაწყების ხელის შემშლელ გარემოებებზე. როგორც გოლეთიანი ამბობს, აუცილებლად შესასრულებელი პირობის შესრულების გარეშე, „რიონის ხეობის მცველები“ ვერ მიიღებენ მონაწილეობას მედიაციის პროცესში. ერთ-ერთ პირობად „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ასახელებენ სოფელ ნამოხვანში პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობის მიღებას. „თქვენ იცით, რომ გვინდა დაბრუნება პროტესტის ძირითად ადგილზე, ნამოხვანში, სადაც კარვები დაგვირბიეს. მოტივიც იცის საზოგადოებამ დარბევის. რიონი ადიდებას აპირებსო და ეს გახდა ჩვენი დარბევის მოტივი. დღეს კი, როგორც მოვისმინეთ, თურმე კომპანია უარს აცხადებს იქ ჩვენს შესვლაზე. ამბობს, რომ ეს არის მისი კერძო საკუთრება. მთელმა საზოგადოებამ იცის რა ხდება, როგორ არის ეს მიწა კომპანიის საკუთრება. ითქვა, რომ ალტერნატიულ ადგილებს შემოგვთავაზებენ, ჩვენ ვერ შევალთ მეათეხარისხოვან ადგილებში. ამ შემთხვევაში, სადაც ვდგავართ, იქ დავრჩებით. ამ მნიშვნელობა ჰქონოდა ნამოხვანში დაბრუნებას. არ ვიცი, როგორ მოხდება შეთანხმება საბოლოო ჯამში. მოწინააღმდეგე მხარეზეა დამოკიდებული“, - თქვა ვარლამ გოლეთიანმა. რაც შეეხება რკინის ჯებირების აღებას, ვარლამ გოლეთიანის აზრით, ვირტუალური ბარიკადი კვლავ შენარჩუნებულია. მისი თქმით, მართალია, ბარიკადი აღებულია, თუმცა „რიონის ხეობის მცველებს“ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. „რა იცვლება ამით ჩვენთვის“, - აღნიშნავს გოლეთიანი. საპასუხოდ, აქციის მონაწილეები არ ატარებენ კომპანია „ენკას“ სპექტექნიკასა და სხვა ტრანსპორტს. „ასე გაგრძელდება, ვიდრე შინაარსობრივად არ წავა ჩვენი პროტესტი წინ“, - თქვა მან. გარდა ამისა, ვარლამ გოლეთიანი მოითხოვს აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებას. მისი თქმით, ზუსტად უნდა განისაზღვროს რა მოქმედებებია საჭირო მათ გასათავისუფლებლად. საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს. საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს. ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი გამოკვლევით. ...
წყარო

молодая

თბილისი
  • 16 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 43 წუთის წინ

Sema

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 2 დღის წინ

Marta

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 4 დღის წინ

Natalia

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Ancho varketili

თბილისი
  • 6 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 12 თვის წინ

Makuna❤❤

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 20 საათის წინ