"ქართული ოცნება" ბორჯომში სამუშაო შეხვედრას მართავს

"ქართული ოცნება" ბორჯომში სამუშაო შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრებიან მმართველი პარტიის ლიდერები და მინისტრები. პარტიის ლიდერი და პარლამენტში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილება და არა პარტიაში საკადრო ცვლილებები. "სამუშაო ფორმატში გავივლით დეტალებს, მინისტრები და პრემიერ-მინისტრი წარმოადგენენ თავის ხედვებს გრძელვადიან განვითარებასთან დაკავშირებით და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება დისკუსია. ამის შემდეგ პრემიერი გამოვა პარლამენტში... არანაირ ცვლილებაზე არ იქნება საუბარი არც დღეს და არც მომდევნო პერიოდში. მსგავსი საკითხები არ განიხილება, ასევე არ განიხილება მერების საკითხები... ანუ პარტიული და საარჩევნო საკითხები არ განიხილება", - თქვა მდინარაძე. ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის. ამას მმართველ პარტიაში უარყოფენ. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში წარდგება. ეს ღარიბაშვილის პირველი მოხსენება იქნება პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ. ...
წყარო

Nica

თბილისი
  • 1 დღის წინ

M i a k o

თბილისი
  • 1 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mia

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 11 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 7 საათის წინ

Irinka

თბილისი
  • 6 საათის წინ

Irmako

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ana

ქუთაისი
  • 1 თვის წინ