კელი დეგნანი: ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ნაციონალური მოძრაობა შეთანხმებას მოაწერს ხელს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი მოაწეროს შეთანხმების დოკუმენტს და ჩაერთოს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პროცესში. ამ საკითხზე ელჩმა კიდევ ერთხელ დღეს ისაუბრა. "ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას მოაწერს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან. მნიშვნელოვანი იყო მათი შესვლა პარლამენტში და მნიშვნელოვანია, რომ ისინი არიან 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილი და რომ ისინი საქართველოს ინტერესს წინ აყენებენ", - თქვა ელჩმა. ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმების დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტს უერთდება ყველა საპარლამენტო პარტია, გამონაკლისია "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია ამნისტიის კანონი, რომელის მიღებაც შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული. პარლამენტში შესვლის შემდეგ ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პირადად ის მომხრეა პარტიამ დოკუმენტს ხელი ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ მოაწეროს, თუმცა, როგორც აღნიშნა, ის "ნაციონალურ მოძრაობაში" უმცირესობაშია. ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Teko

რუსთავი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Ele

თბილისი
  • 31 წუთის წინ

Nini

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 3 საათის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 13 თვის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 3 საათის წინ

Marisha

თბილისი
  • 3 დღის წინ

Viktorya

თბილისი
  • 3 თვის წინ