ანტისაოკუპაციო აქციის დაშლიდან ორი წელი გავიდა - პარლამენტთან აქცია იგეგმება

ორი წელი გავიდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლიდან, რომლის შედეგადაც ოფიციალური მონაცემებით, 275 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, რამდენიმემ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, დაკარგა თვალი და მხედველობა. 2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა. სწორედ ის უძღვებოდა სხდომას, რომელშიც 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა და რომლის თბილისში ჩატარებაც უმრავლესობის ყოფილი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით დაიგეგმა. გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა. სერგეი გავრილოვი კი რამდენიმე საათში დაცვის წევრებმა პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წაიყვანეს. ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19 საათისათვის დაიწყო. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა. მათ მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს. 22 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, მალევე სამართალდამცავები ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. три 20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 3 სახეობის იარაღი გამოიყენეს - 12, 38 და 40 მმ კალიბრიანი თოფები, საიდანაც რეზინის ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. დემონსტრანტებს ესროდნენ 5 სახეობის ტყვიას და ცრემლსადენი აირის ჭურვებს. საბოლოოდ, გამთენიისას, დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს. 21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გა...
წყარო
  • 100%

Kato cat

თბილისი
  • 9 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 13 თვის წინ

Sophy

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 18 საათის წინ
  • VIP

სესილი

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 9 საათის წინ

Salome

თბილისი
  • 12 საათის წინ

Marita transi

თბილისი
  • 2 თვის წინ

მარი❤ანა

თბილისი
  • 8 საათის წინ

Alev

ბათუმი
  • 19 დღის წინ
  • VIP

Nuca

ქუთაისი
  • 4 დღის წინ
  • 100%

Ana

თბილისი
  • 8 საათის წინ