სასამართლო 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული მშობლების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული დედისა და მამინაცვლის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, მუხრან ღურცკაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს და ბრალი დაუსაბუთებელია: „რეალურად საქმე არის შეთითხნილი, იმიტომ, რომ წამების საქმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მათ შორის, ბავშვის ჩვენება. ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს ჩამოყალიბებულად, სამართლებრივად. მას დააწერინეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი, რომელსაც საქმის განხილვის დროს ის ვერ დაადასტურებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს დაცვის მხარე მოსთხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოხდეს დატოვება. როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ეს ფოტომასალა არის ერთი წლის წინანდელი. გუშინ სასამართლოზე იყო ბავშვი. რაც მე შევხედე ბავშვს, დაზიანება არ აქვს. როდის მიიღო ეს დაზიანება, ვინ გადაიღო ფოტოები, ვინ გადააგზავნა, ეს არის გასარკვევი გამოძიების მიერ. ამ ფოტოებიდან გამომდინარე არ შეიძლება ადამინს წაუყენო წამების ბრალდება". 19 ივნისს, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. სამართალდამცავებმა მ.დ. და ა.ს. 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 წლის ბავშვი და მისი უმცროსი ძმა, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ...
წყარო

Катя

თბილისი
  • 15 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 15 თვის წინ

Sema

თბილისი
  • 4 დღის წინ

Виола

თბილისი
  • 34 წუთის წინ

Natali

თბილისი
  • საიტზეა

Dako

თბილისი
  • 12 თვის წინ

Linda

თბილისი
  • 3 დღის წინ
  • 100%

Taso transi

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Lusi22

თბილისი
  • 2 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 4 დღის წინ

Elay kazashka

თბილისი
  • 51 წუთის წინ