საქართველომ ამერიკული კომპანიისგან „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო

საქართველომ ამერიკული კომპანია "გილეადისგან" კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი "რემდესივირის" 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. "ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია "გილეადმა" ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების "კოვიდ-19"-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ "რემდესივირის" 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება კოვიდ პაციენტების წარმატებულ მართვაში. ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი გარემოება. არსებული კანონმდებლობით კომპანია "გილეადს" ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს "რემდესივირით" ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია "გილეადის" ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს. 2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული "რემდესივირი" – 4000 ფლაკონი. სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში. ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში "რემდესივირის" გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა კოვიდ კლინიკამ", – აცხადებს ცერცვაძე. მისივე განმარტებით, საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ "რემდესივირი" სწორი გამოყენების შემთხვევაში – დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას. "პრეპარატს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი კოვიდ აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა "რემდესივირის" ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით თვითონ ინდოეთში "შავ ბაზარზე" ერთი ფლაკონი "რემდე...
წყარო

Masaji liza varketili

თბილისი
  • 31 წუთის წინ

Kristi

თბილისი
  • 16 თვის წინ

თათო

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 15 საათის წინ

Lika-vip

თბილისი
  • 46 წუთის წინ

Vika

თბილისი
  • 5 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Sofi

თბილისი
  • 15 საათის წინ

Darina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natalia

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 7 საათის წინ