6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორი, ნათია ნოზაძე აცხადებს, რომ არსებობდა მიმალვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხე, რაც სასამართლომ გაიზიარა. მისივე თქმით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაული ორივე ბრალდებულმა ჩაიდინა: „ბრალდების მხარის მიერ, ამ ეტაპზე, მოპოვებულია მოწმეთა ჩვენებები, ფოტო და ვიდეო მასალა. აღნიშნული მტკიცებულებების განხილვას ბრალდების მხარე არ აპირებს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, დასაბუთებული ვარაუდით დასტურდება ორივე ბრალდებულის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსით ჩადენილი ის დანაშაული, რაც წარდგენილი აქვთ". რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, მუხრან ღურცკაიას თქმით, დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს: „პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებოდა. სამწუხაროდ, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ჩვენ ჩავიბარებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება იმის, რომ წამებას ჰქონდა ბავშვის მიმართ ადგილი დედის ან მამის მხრიდან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდება ორივე მხარის მიმართ არის გამორიცხული". 19 ივნისს, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. სამართალდამცავებმა მ.დ. და ა.ს. 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 წლის ბავშვი და მისი უმცროსი ძმა, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ...
წყარო

Leluka

თბილისი
  • 18 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 9 საათის წინ
  • VIP

ნინი

თბილისი
  • 14 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 13 საათის წინ

Maka

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nucaa

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Mako rustavi❤

რუსთავი
  • 18 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 15 თვის წინ

Laura

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Lika

თბილისი
  • 9 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 7 საათის წინ

დეა

თბილისი
  • 5 თვის წინ