პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია „არა ოკუპანტის ამნისტიას“

პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია გზავნილით „არა ოკუპანტის ამნისტიას“, რომელსაც აწყობენ ორი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავთა მიერ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლისას დაზარალებული აქტივისტები. ისინი აპროტესტებენ პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ ამნისტიის კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. три აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ამნისტია არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს, ერთ-ერთი კი სწორედ 19-20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება. „ამნისტიის კანონის“ საკუთარი ვერსია აქვს ოპოზიციას, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ ჩააგდო. ამ ვარიანტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან და მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ. ...
წყარო

Nina

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 საათის წინ

ნინი

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Natali rustavi❤

რუსთავი
  • 20 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ana

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 16 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 3 თვის წინ