ერთადერთი, რაც თამარ ჟვანიას შეუძლია უკეთესი საარჩევნო გარემოსთვის და სახელმწიფოსთვის გააკეთოს, ეს არის გადადგომა

როცა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია ინიშნებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ სიტყვების თქმა მომიწევდა, მაგრამ თამარ ჟვანიას საჯაროდ ერთადერთ რამეს ვეტყოდი – ერთადერთი რაც მას შეუძლია უკეთესი საარჩევნო გარემოსთვის და სახელმწიფოსთვის გააკეთოს, ეს არის მისი გადადგომა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა. „ერთადერთი ღირებული, რაც მას შეუძლია საარჩევნო პროცესს, პოლიტიკურ პროცესს და უკეთეს არჩევნებს შესძინოს, არის მხოლოდ გადადგომა. ეს არის ის ერთადერთი, რითიც შეუძლია უკეთესობას შეუწყოს ხელი”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, იაგო ხვიჩია, ლევან იოსელიანი, პაატა მანჯგალაძე, ანა ნაცვლიშვილი, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. კონსულტაციის მთავარი თემაა საარჩევნო კოდექსზე ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები. მხარები იმსჯელებენ, რა უნდა აისახოს და როგორ შეიძლება დაკორექტირდეს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი. დღეს, ცვლილებებს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს....
წყარო

Sveta

ქუთაისი
  • 6 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Likuna8

თბილისი
  • 10 საათის წინ

Semiha

თბილისი
  • 1 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nica

თბილისი
  • 1 დღის წინ

Eka varketili

თბილისი
  • 19 საათის წინ

Marika

თბილისი
  • 11 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 14 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 25 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 2 თვის წინ