ფაშინიანის პარტიამ ქოჩარიანის ბლოკი დაამარცხა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა ბიულეტენების 100%-ის შეჯამებით მიღებული შედეგები. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 53.92%-მა, მის მთავარ მეტოქეს, ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკს, „ჰაიასტანი“(სომხეთი) კი, 21.04%-მა. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხალხმა მას და "სამოქალაქო შეთანხმებას" მისცა ქვეყნის მართვის მანდატი, და მთავარ მიზნად დაასახელა ეროვნული ერთიანობის და თანხმობის მიღწევა. ფაშინიანმა არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას უწოდა „ფოლადის რევოლუცია“, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანა უფრო მკაცრი მეთოდებით მართოს და „კანონის დიქტატურა“ დაამყაროს. ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, დღეს, საღამოს 8 საათზე შეიკრიბონ ერევნის მთავარ მოედანზე და ჩაატარონ მისთვის, როგორც ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრისთვის "ფოლადის მანდატის" გადაცემის საზეიმო ცერემინია-მიტინგი. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ბლოკი „ჰაიასტანი“. რობერტ ქოჩარიანის ბლოკში აცხადებენ, რომ არჩევნებს ჩრდილი მიაყენა ასეულობით შეტყობინებამ დარღვევების შესახებ, რაც ადასტურებს წინასწარ დაგეგმილ და კოორდინირებულ გაყალბებას. „ჰაიასტანის“ თანახმად, სანამ ყველა სადავო საკითხი არ გაირკვევა და ეჭვები არ გაქარწყლდება, ბლოკი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ასევე ნახეთ ნიკოლ ფაშინიანმა "ფოლადის რევოლუცია" უწოდა არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო ხმების 5.23%, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ გადალახა ბლოკებისთვის დადგენილი 7%-იანი ბარიერი. პარლამენტის მანდატების მოსაპოვებლად პარტიებისთვის განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის „აყვავებულმა სომხეთმა“(3.96%). როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობით, პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს სულ მცირე სამი პოლიტიკური ძალა, რაც მანდატების მიღების შესაძლებლობას აძლევს იმ საარჩევნო სუბიექტსაც, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა, ყველაზე მეტი ხმა მიიღო. 20 ივნისს ჩატარებულ არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობა 49.4% იყო. კენჭისყრის დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლები და დამკვირვებლები ამომრჩევლების მოსყიდვის, ზეწოლის და საარჩევნო უბნებზე პროცედურული დარღვევების შესახებ იუწყებოდნენ. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ტიგრან მუკუჩიანის განცხადებით, საერთო ჯამში, არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა. სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა ოპოზიციის საპროტესტო გა...
წყარო

Lusi

თბილისი
  • 6 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 16 საათის წინ
  • VIP

Lika

თბილისი
  • 18 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 7 საათის წინ

Anya

თბილისი
  • 8 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 19 თვის წინ

Natali rustavi❤

რუსთავი
  • 6 საათის წინ

Samira

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

ქუთაისი
  • 14 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 14 თვის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mary

თბილისი
  • 2 დღის წინ