ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” სასამართლო ხელისუფლებაში არსებული კლანური მმართველობის შესახებ დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” სასამართლო ხელისუფლებაში არსებული კლანური მმართველობის შესახებ დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. „ნაციონალურმა მოძრაობამ” შესაბამისი დადგენილების პროექტით პარლამენტს უკვე მიმართა. დადგენილების პროექტით, დროებითმა კომისიამ უნდა შეისწავლოს სასამართლო სისტემაში ინტერესთა ჯგუფების არსებობა, მათი ფორმალური და არაფორმალური გავლენები, იერარქიები და სტატუსები, კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტები. „მთელი ცივილიზებული სამყარო, ისევე როგორც ქართული საზოგადოება სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას უმძიმეს შეფასებას აძლევს. სენატის საგარეო კომიტეტის უმაღლესი ტრიბუნიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან ხაზგასმული აქცენტია, რომ საქართველოს სასამართლოში მოქმედებს და თავხედურად პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეწევა „კლანი“. „კლანი“ ძირს უთხრის არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას, არამედ მოქმედებს დემოკრატიის განვითარების წინააღმდეგ. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები, თავისუფალ ბიზნესს თავისუფალი სასამართლოს იმედი არ აქვს. ადამიანებს სასამართლოს მიმართ ყველა იმედი დაკარგული აქვს. საქართველოში არსებული კლანური სასამართლო სისტემა მიწეპებულია ხელისუფლებას და ყველა ხელისუფლების პირობებში კომფორტულად გრძნობს თავს – ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნება” დამოუკიდებელი სასამართლოს დაპირებით მოვიდა. საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული კლანური ვითარება საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება, როცა „ქართული ოცნება” იმ შეთანხმებას არღვევს, რომელსაც თავად მოაწერა ხელი”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ. მისივე ინფორმაციით, პარლამენტის დროებითი კომისიის საბოლოო ანგარიში საერთაშორისო პარტნიორებს გადაეგზავნება....
წყარო

Tika

თბილისი
  • 19 თვის წინ

Salo rustavi

რუსთავი
  • 14 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 11 საათის წინ

თათო

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

N i a

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofa

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 16 თვის წინ

Sabrina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Bela

ქუთაისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ