ენგურს გაღმა მცხოვრებთათვის აცრის კაბინეტი ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილშიც გაიხსნება - ინტერვიუ სახელმწიფო რწმუნებულთან

ივლისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაჩქარება იგეგმება, რას გულისხმობს ეს გეგმა და შეძლებს თუ არა ენგურს გაღმა მცხოვრები მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში ჩართვას, - ამის შესახებ "ლაივპრესი" სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას ესაუბრა. ლაივპრესი: მოგესალმებით, მართალია სულ ახლახანს დაინიშნეთ სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე, მაგრამ საინტერესოა თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ ჩვენს რეგიონში დაბალი ტემპით მიმდინარეობს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი? გიორგი გუგუჩია: მოგესალმებით და გეთანხმებით, რომ ტემპი ნამდვილად დასაჩქარებელია, თუმცა გასული თვეებისგან განსხვავებით გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. არის საკოოდინაციო საბჭოს შესაბამისი გეგმა, რომელსაც ადგილზე მუნიციპალიტეტების მიხედვით მივყვებით. დღეს ერთადერთი საშუალება, რომელიც გვიცავს და მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს არის ვაქცინა, ამიტომ უფრო მასშტაბულ ვაქცინაციას ვიწყებთ იმ ეროვნული გეგმის შესაბამისად, რაც მთავრობას აქვს დამტკიცებული. დღეის მდგომარეობით რეგიონში ვაქცინირებულია 9000- მდე მოქალაქე და ასევე რეგისტრირებულია 1623 მოქალაქე. ლაივპრესი: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ზუგდიდში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ივლისიდან იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდება ქვეყანაში და მათ შორის სამეგრელოში, რას გულისხმობს იმუნიზაციის პროცესის დაჩქარება? გიორგი გუგუჩია: იმუნიზაციის პროცესის დაჩქარება გულისხმობს მთელი რიგი ღონისძიებების ერთობლიობას. ჩვენ გვქონდა რეგიონალური შტაბის შეხვედრა, სადაც ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესაბამისად, განვიხილეთ და თანხობა მივეცით ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმის დამტკიცებას. ადგილებზე ასაცრელი კონტიგენტის დაგეგმვის მობილიზების და სერვისის მიწოდების ორგანიზების საკითხებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. სამეგრელო-ზემო სვანეთის ოპერაციული შტაბის კოორდინირებით, უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერებთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან, სადაც განვიხილეთ დეტალურად ვაქცინაციის ადგილობროივი გეგმის პროექტი. რაც მოიცავს შემდეგს: საჭიროებისამებრ დამატებითი ასაცრელი სივრცეების გამოყოფას მასიური ვაქცინაციის ცენტრების შესაქმნელად, ამცრელი ერთეულების ხარსხიანი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფას, მაგალითად მოხალისეების მობილიზებას აცრის მისაღებად და გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტით უზრუნველყოფას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რაც ნიშნავს, რომ სოფლის მოსახლობას აცრის კაბინეტებში მისვლა გაუადვილდება. ასევე გაორმაგდება ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, რაც ცხადია გაზრდის ვაქცინის ხელმისაწვდომობას...
წყარო
  • VIP+

mari mari

თბილისი
  • 20 საათის წინ

Marika

თბილისი
  • 18 საათის წინ

Maka

თბილისი
  • 49 წუთის წინ

Alina

თბილისი
  • 7 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tata ტატა

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata❤

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vnebiani gvanca❤

თბილისი
  • 1 საათის წინ

Alina

თბილისი
  • 5 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 3 თვის წინ