ევროკავშირმა მინსკს ახალი სანქციები დაუწესა, ამ კვირაში მოსალოდნელია ეკონომიკური სანქციები

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 21 ივნისს ბელარუსს დაუწესეს ახალი პერსონალური სანქციები. ახალ, რიგით მეოთხე პაკეტში შედის 86 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის კანონმდებლები, პროკურორები, მოსამართლეები და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ისინიც, ვინც მონაწილეობდა Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმაში მინსკის აეროპორტში 23 მაისს, რასაც ევროკავშირი საჰაერო მეკობრეობად აფასებს. სანქციები დაუწესეს ლუკაშენკას ოჯახის წევრებსაც, მის ვაჟს და რძალს. ევროპის კავშირმა ბელარუსს შეიძლება უკვე ამ კვირაში დაუწესოს ეკონომიკური სანქციები ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, 21 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ. ეკონომიკურ სანქციებს განიხილავენ ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები 24-25 ივნისს, თავიანთი სამიტის დროს. ბორელს არ დაუკონკრეტებია, რა პროდუქციის გატანას შეეხება სანქციები. ადრე, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ დიდი ალბათობით სანქციები შეეხება ბელარუსიდან ნავთობპროდუქტების და კალიუმის სასუქების გატანას და ასევე საბანკო სფეროს. ეს დაადასტურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა, რომელმაც თქვა, რომ საჭიროა მინსკს წაერთვას შესაძლებლობა, სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების დახმარებით მიიზიდოს სახსრები ევროკავშირიდან. მაასი თვლის, რომ ბელარუსისთვის დემონსტრაციების ჩახშობის გამო დაწესებული ადრინდელი სანქციები საკმარისი აღარ არის. ალექსანდრ ლუკაშენკას მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ მოწოდებით კარგა ხანია გამოდიოდა ბელარუსის ოპოზიცია. ეს მოწოდება გაძლიერდა ინციდენტის შემდეგ, როცა ბელარუსმა აიძულა Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი, დამჯდარიყო მინსკის აეროპორტში და მასში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი დააპატიმრეს. ...
წყარო

Milana

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Lusi22

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sopo

თბილისი
  • 22 საათის წინ

Linda+ვირტიც

თბილისი
  • 2 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 12 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 3 თვის წინ

Teko

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 13 საათის წინ
  • VIP
  • 100%

Tesa

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 3 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 16 თვის წინ