3 თვე კოვიდ ტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან [ფოტო]

აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე ყოველდღიურად ათობით მოქალაქე გადის კორონავირუსზე სავალდებულო სწრაფ ტესტირებას. ისინი პროცესს ქართული პოლიციის საგუშაგოსთან გახსნილ სამედიცინო პუნქტებში გადიან. ცალკე კარვებია განთავსებული გადმომსვლელთა დასაყოვნებლად. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს საეჭვო სიმპტომი აღმოაჩნდება ან დაუდასტურება კორონავირუსი, ცალკე კარავია, სადაც პირი დარჩება ჰოსპიტალში ან საკარანტინე სივრცეში გადაყვანამდე. ეს დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მგზავრს გზის გაგრძელების უფლება ამქვს მას შემდეგ რაც ტესტზე 15 -20 წუთში უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდება. "ლაივპრესს" ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში მომავალმა მგზავრებმა უთხრეს, რომ ტესტირებას არ გადიან მხოლოდ ის მგზავრები, რომლებსაც ენგურის ხიდის კვეთის შემდეგ ბოლო 3 დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხის დამადასტურებელი საბუთი გააჩნიათ. ტესტირებისთვის გახსნილ სამედიცინო პუნქტის თანამშრომლების ინფორმაციით, დღეს, 21 ივნისს, საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა 150-დე მოქალაქემ, რომლებსაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მგზავრების ინფორმაციით, განსაკუთრებული შეზღუდვები საოკუპაციო ხაზზე ამ დროისთვის არ მოქმედებს. ე.წ. გამშვებ პუნქტთან დე ფაქტო რესპუბლიკის "მესაზღვრეები" მათგან გადაადგილებისთვის საჭრო დოკუმენტებს - ე.წ. აფხაზურ პასპორტს, ჯანმრთელობის ცნობას ან "ბინადრობის მოწმობას" ითხოვენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 6 ივნისს განაცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში, ენგურის ხიდი აფხაზეთიდან 11 ათასმა პირმა გადმოკვეთა. მათგან კორონავირუსი 44-ს გამოუვლინდა. ტესტირება გალელებს 2021 წლის 19 აპრილიდან უტარდებათ. მანამდე ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულებს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ. გაუქმების გადაწყვეტილება, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 14 აპრილს მიიღო, რასაც წინ უძღოდა საპროტესტო აქციები ზუგდიდსა თუ თბილისში და მდინარე ენგურში ოთხი გალელის დაღუპვა....
წყარო

Ekako transi

თბილისი
  • 17 დღის წინ

Natali varketili❤

თბილისი
  • 16 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 9 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 14 დღის წინ

Tekla

თბილისი
  • 4 წუთის წინ

Natalii

თბილისი
  • 17 დღის წინ

Masho

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 17 წუთის წინ
  • VIP

Lika

თბილისი
  • 14 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 28 დღის წინ