3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან

აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე, ყოველდღიურად ათობით მოქალაქე გადის კორონავირუსზე სავალდებულო სწრაფ ტესტირებას. მოქალაქეები ტესტირებას ქართული პოლიციის საგუშაგოსთან გახსნილ სამედიცინო პუნქტებში გადიან. იქვე კარვებია განთავსებული გადმომსვლელთა დასაყოვნებლად. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს საეჭვო სიმპტომი აღმოაჩნდება ან კორონავირუსი დაუდასტურება, ცალკე კარავია, სადაც პირი ჰოსპიტალში ან საკარანტინე სივრცეში გადაყვანამდე რჩება. ეს დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოქალაქეს გზის გაგრძელების უფლება მას შემდეგ აქვს, რაც ტესტზე, 15-20 წუთში უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდება. "ლაივპრესს" ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში მომავალმა მგზავრებმა უთხრეს, რომ ტესტირებას მხოლოდ ის მოქალაქეები არ გადიან, რომლებმაც ენგურის ხიდი ბოლო 3 დღის განმავლობაში გადაკვეთეს და კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი აქვთ. ტესტირებისთვის გახსნილი სამედიცინო პუნქტის თანამშრომლების ინფორმაციით, 21 ივნისს, საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა 150-დე მოქალაქემ, რომლებსაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მგზავრების ინფორმაციით, განსაკუთრებული შეზღუდვები საოკუპაციო ხაზზე ამ დროისთვის არ მოქმედებს. ე.წ. გამშვებ პუნქტთან, დე ფაქტო რესპუბლიკის "მესაზღვრეები" მოქალაქეებისგან გადაადგილებისთვის საჭრო დოკუმენტებს: ე.წ. აფხაზურ პასპორტს, ჯანმრთელობის ცნობას ან "ბინადრობის მოწმობას" ითხოვენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 6 ივნისს განაცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში, ენგურის ხიდი აფხაზეთიდან 11 ათასმა პირმა გადმოკვეთა. მათგან კორონავირუსი 44-ს გამოუვლინდა. ტესტირება გალელებს 2021 წლის 19 აპრილიდან უტარდებათ. მანამდე ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულებს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ. გაუქმების გადაწყვეტილება, თბილისმა 14 აპრილს მიიღო, რასაც წინ უძღოდა საპროტესტო აქციები ზუგდიდსა თუ თბილისში და მდინარე ენგურზე ოთხი გალელის დაღუპვა....
წყარო

Nata

თბილისი
  • 15 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lizi varketili

თბილისი
  • 16 საათის წინ

Ekuna varketili

თბილისი
  • 16 საათის წინ

Ina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tekla

თბილისი
  • 16 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 1 დღის წინ

Likuna

თბილისი
  • 8 საათის წინ

Anita

ბორჯომი
  • 1 საათის წინ

Irmako

თბილისი
  • 3 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 11 საათის წინ