ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ოქტომბერში დაგეგმილიარჩევნები მნიშვნელოვანი ტესტია საქართველოსთვის დემოკრატიის თვალსაზრისით. როგორც მან აღნიშნა, ყველა ელოდება, რომ მომავალი არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება და მისი შედეგების მიმართ მაღალი ნდობა იქნება. „მოგეხსენებათ, ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისა და საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ყველას მოლოდინია, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდად, პრობლემების გარეშე და მისი შედეგების მიმართ უნდა ჰქონდეს ნდობა მოსახლეობას. პოლიტიკურმა პარტიებმა იმუშავეს ამ საკითხზე, 19 აპრილის შეთანხმებაშიც არის აღნიშნული საარჩევნო საკითხები გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო არჩევნების პერიოდში ვიხილოთ სოციალური მედია, როგორც მეტი სარგებლის მომტანი საარჩევნო პროცესისთვის და მასში ნაკლები იყოს სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია და ტყუილი. სოციალურ მედიაში უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გავრცელდეს პარტიის პლატფორმებისა და გეგმების შესახებ”, -განაცხადა დეგნანმა....
წყარო

Irmako

თბილისი
  • 1 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 14 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 4 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 5 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 14 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 16 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 2 თვის წინ

ნუკი

ქუთაისი
  • 22 დღის წინ

Mia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 14 დღის წინ