ოკუპირებულ რეგიონებში უსარგებლო და უაზრო უწოდეს თბილისის ახალ ინიციატივას

რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა „რამდენიმე ათეული თბილისური ოჯახის ბიუჯეტისთვის გაწეულ მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებად“ შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შესამუშავებლად შექმნას სპეციალური კომისია. ცხინვალის სააგენტო „რესს“ მედოევმა განუცხადა, რომ „კლასიკური გამონათქვამი - დასავლეთი დაგვეხმარება, როგორც ჩანს, რეალურ კონტურებს იძენს“. მედოევის თქმით, „სამხრეთ ოსეთმა“ სააკაშვილის დროიდან გამოსცადა არაერთი მსგავსი პროექტი, რომლისგანაც არანაირი შედეგი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით თბილისში „ფუნქციონერებისთვის“ მოტანილ სარგებელს. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, დღესაც მთავარი მიზანი იქნება ამ პროექტებიდან მიღებული ფინანსური საშუალებების გადანაწილება. საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „უსარგებლო, არაეფექტური, დროის სულისკვეთებასთან შეუსაბამო და აფხაზეთის ინტერესების საწინააღმდეგო“ უწოდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისი კომენტარი ადგილობრივმა სააგენტო „აფსნიპრესმა“ გაავრცელა: „გულუბრყვილობა იქნებოდა, ასეთი სახელწოდების კომისიისგან ელოდებოდე თანამედროვე პოლიტიკური რეალიების ადეკვატურ ახალ იდეებს, როლებიც მისაღები იქნებოდა აფხაზეთისთვის“. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ადრინდელი ქართული პროექტების კრახის გამო, თბილისს უნდა გაეცნობიერებინა მსგავსი ინიციატივების სრული არაეფექტურობა. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას შესაძლოა, მხოლოდ „საქართველოს შიგნით ჰქონდეს ხანმოკლე პროპაგანდისტული ეფექტი“ და უმჯობესი იქნება, თუ ქართული მხარე „უაზრო ინიციატივების“ ნაცვლად მეტ ყურადღებას დაუთმობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომელიც შეფერხებულია „საქართველოს არაკონსტრუქციული პოზიციის“ გამო. ასევე ნახეთ საქართველოს მთავრობამ კომისია შექმნა დეოკუპაციის ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა 21 ივნისს გადაწყვიტა, შექმნას სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგია. კომისიას უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, პროცესში ჩაერთვებიან როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუტები, ისე სამოქალაქო საზოგადოება, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები. საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი და კონსულტაცია და ერთობლივ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 16 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 თვის წინ

Liza

ქუთაისი
  • 2 საათის წინ
  • VIP
  • 100%

Tesa

თბილისი
  • 15 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Kato cat

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 13 საათის წინ
  • VIP+

mari mari

თბილისი
  • 20 საათის წინ

Sofi varketili

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nukka

თბილისი
  • 1 თვის წინ