“ქართულ ოცნებას” საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს შეეჩერებინათ მოსამართლეების დანიშვნა

ორი საათია პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელი სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, ისმოდა ურთიერთ ბრალდებები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრების მხრიდან. მხარეებმა ისაუბრეს შარლ მიშელის დოკუმენტზე და რეფორმებზე. ოპოზიციის მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა მოსამართლეების თემაც. პარლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ დასავლეთის მკაცრი გზავნილების მიუხედავად დანიშვნები მაინც გაგრძელდა. “მიუხედავად ძალიან მკაცრი და მკაფიო გზავნილებისა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მაინც გაგრძელდა დანიშვნები,” – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ. პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნად სასამართლოს დამოუკიდებლობა რჩება. “ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამ დოკუმენტში და გარდა ამ დოკუმენტისა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ქართულ ოცნებას მოუწოდა, რომ შეაჩერონ მოსამართლეების დანიშვნები, როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე სხვა დონის სასამართლოებში და შეაჩერეთ დანიშვნები იუსტიციის საბჭოში. არცერთი დაპირება არ შეასრულეთ,” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა. პარლამენტის წევრი, პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ხოჯევანიშვილისესიაზე საუბრობდა ბრალდებებზე რაც მისი თქმით მას მერე დაიწყო რაც გუნდი პოლიტიკურად გააქტიურდა. “სამწუხაროდ, ჭორაობის ტენდენცია და აბსოლიტურად უსაფუძვლო ბრალდებების ტალღის ჩვენს მიმართულებით გამოშვება, ეს არის ის საკითხი, რომელიც მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვენ პოლიტიკურად გავაქტიურდით,”- აღნიშნა ხოჯევანიშვილმა....
წყარო

ლილიანა

თბილისი
  • 25 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 15 თვის წინ

Olichka

თბილისი
  • 3 თვის წინ
  • VIP

Nuca

ქუთაისი
  • 12 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 8 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 14 დღის წინ

Lana

თბილისი
  • 7 წუთის წინ

Maka

თბილისი
  • 14 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 27 წუთის წინ

Sveta

ქუთაისი
  • 1 დღის წინ