დაბრკოლება, რაც „კლანს“ შეგვიძლია შევუქმნათ, ესაა იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრების ვაკანტური ადგილები, მათი არჩევისთვის „ოცნებას“ საკმარისი ხმები არ აქვს

ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ სასამართლოში „კლანს“, ეს არის იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების ვაკანტური ადგილები – მათი არჩევისთვის „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკმარისი ხმები,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა. ხათუნა სამნიძე არამოსამართლე წევრებისთვის კონკურსის გამოცხადებას ითხოვს. მან შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას მიმართა. „კლანისთვის“ საყრდენი არის იუსიტიციის უმაღლესი საბჭო. ეს გამოჩნდა 26 მაისსაც, მიუხედავად მკაფიო და მკაცრი გზავნილებისა დასავლელი პარნტიორების მხრიდან, ასევე იმის მიუხედავად, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ჩანაწერი მკაფიოა და უნდა შეჩერებულიყო დანიშვნები, ეს მაინც გაგრძელდა. ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ „კლანს“ ეს არის იუსიტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილები არამოსამართლე წევრების და მინდა თავმჯდომარეს ვთხოვო, რომ გამოცხადდეს კონკურსი, ისინი უნდა ავირჩიოთ ჩვენ, პარლამენტმა და შევთანხმდეთ, შევახსენოთ საზოგადოებას და ყველა პროფესიონალს, ვისაც უნდა ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკმარისი ხმები ამ ხუთი არამოსამართლე წევრის არჩევისთვის, 90 ხმაა საჭირო და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანებს, რომ პროცესი იქნება ჯანსაღი, თუ ჩვენ დღესვე განვაცხადებთ, რომ გვექნება მკაცრი კრიტერიუმები შერჩევის და ეს იქნება ძალიან ღია და გამჭვირვალე პროცესი, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკმარისი ხმები და შესაძლოა, ამიტომაც აჭიანურებდეს პროცესს, ამიტომ გთხოვთ ბატონო თავმჯდომარე, რომ გამოვაცხადოთ კონკურსი და დავიწყოთ ეს უმნიშვნელოვანესი კონკურსი,“- განაცხადა სამნიძემ. მან ასევე საკუთარ გამოსვლაში გააკრიტიკა უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც კორუფციულ სქემაზე გიორგი ვაშაძის განცხადებებს გამოეხმაურნენ და მათ ფაქტებზე დაფუძნებული ოპონირებისკენ მოუწოდა. „იმდენად მიუჩვეველი ხართ ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს და სავარაუდო კორუფციულ სქემებზე თუ უკანონო გარიგებებზე კონკრეტულ განცხადებებს, რომ მზად ხართ ყველაფერს დაარქვათ ტყუილი, გადახვიდეთ მძიმე ზღვარგადასულ ტონზე. გასაგებია რომ ძალიან ბევრი თვე მძიმე კრიზისის ფონზე თქვენ ისხედით კომფორტულად და არ გესმოდათ კრიტიკული განცხადებები, ამიტომ გთხოვთ მოემზადეთ, ასეთი განცხადებები იქნება ხშირად და ძალიან გთხოვთ, ოპონირება ფაქტებზე დაფუძნებით გაგვიწიეთ და არა ზღვარგადასული და უზრდელური განცხადებებით“, – განაცხადა სამნიძემ. ცნობისათვის, დღეს გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ კახა კალაძემ „მეიჯარეებს, მძღოლებს და დისპეჩერებს 43 მილიონი ლარი ჯიბიდან ამოუღო“. საპასუხოდ, ირაკლი ზარქუამ პარ...
წყარო

Lizi

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sophy

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 1 თვის წინ

Elena

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Kristin

თბილისი
  • 16 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nica

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 16 თვის წინ
  • 100%

Stella❤️

თბილისი
  • 1 დღის წინ

Eka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Карамелька

თბილისი
  • 1 დღის წინ