"უშიშროების კომიტეტი" გახელაძეების აქციას მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობად აფასებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი პროვოკაციულ ინიციატივას უწოდებს ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ 23 ივნისს დაგეგმილ აქციას. დღეს, 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ე.წ. უშიშროების კომიტეტი წერს, რომ 15 ივნისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „სახელმწიფო საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთისა და „სასაზღვრო ორგანოების“ წარმომადგენელთა მიმართ იარაღის გამოყენებისთვის მსჯავრდებული ზაზა გახელაძის შემდგომი ბედი და მიუხედავად ქართული მხარის განცხადებისა, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში გადაწყვეტა, საქართველოში ცალკეული ოპოზიცური ძალები მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობენ. ე.წ. უშიშროების კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის, დავით ქაცარავას მიერ, 17 ივნისს, ფეისბუკით გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე, რომ 23 ივნისს, მოძრაობის მხარდაჭერით, ზაზა გახელაძის ოჯახი გეგმავს საპროტესტო აქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რათა საქართველოს ხელისუფლებას უბიძგონ უფრო აქტიური ქმედებებისკენ. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებითვე, „ძალა ერთობაშიას“ საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ აქციის მონაწილეებს უბიძგონ „სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისკენ“. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის თანახმად, აქციის ინიციატორებს შეახსენებენ, რომ სასჯელისგან გათავისუფლება ხდება „კანონიერი საფუძვლებით და პირობებით“ და არა „პოლიტიკური შანტაჟის“ შედეგად, მსგავსი „პროვოკაციული ინიციატივების რეალიზაცია“ კი, - მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობს, - არა მხოლოდ ხელს არ უწყობს უთანხმოების დიპლომატიური და ცივილიზებული გზით გადაჭრას, არამედ მნიშვნელოვნად აზიანებს მთლიანად მოლაპარაკების პროცესს. ე.წ. უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ „საზღვრის“ დარღვევის ნებისმიერი მცდელობა „კანონმდებლობის“ ფარგლებში აღიკვეთება, და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი ქმედებები არ დაუშვან. ამ განცხადებას ფეისბუკით უპასუხა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ. ის წერს, რომ აქცია დაგეგმილია ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ და ანტისაოკუპაციო მოძრაობა მხარს უჭერს ოჯახის ბრძოლას და ინიციატივას. три ქაცარავას თანახმად, „ძალა ერთობაშია“ არავის მოუწოდებს ოკუპაციის ხაზის გადაკვეთისკენ და თუ ვინმე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გადააფიქრებინონ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვე...
წყარო

Mari

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sophy

თბილისი
  • 1 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 15 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 14 თვის წინ
  • VIP

Natali

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vnebiani gvanca❤

თბილისი
  • 17 საათის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 5 დღის წინ

Annaa

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sofa

თბილისი
  • 2 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 1 საათის წინ

Alina

თბილისი
  • 7 დღის წინ