ევროსასამართლომ რუსეთს 2 მლნ ევრო დააკისრა 2005 წელს ჩეჩნეთში 11 პირის გაუჩინარებისთვის

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თითქმის ორი მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაიხადონ 2005 წელს ჩეჩნეთის სოფელ ბოროზდინოვსკაიას თერთმეტი მოსახლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ევროსასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მრავალი მუხლი, მათ შორის - სიცოცხლის უფლება. თვითმხილველთა და უფლებადამცველთა თანახმად, 2005 წლის ზაფხულში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბატალიონ „ვოსტოკის“ ასამდე სამხედრო მოსამსახურემ მოკლა ხანდაზმული ადგილობრივი მოსახლე და უცნობი მიმართულებით წაიყვანა 11 ადამიანი, ძირითადად ხუნძები. ბატალიონის სამხედროთა უმრავლესობა ჩეჩნეთიდან იყო. რუსეთმა დამოუკიდებლად გამოიძია მომხდარი. „ვოსტოკის“ ხელმძღვანელობამ ყველა ბრალდება უარყო. 2005 წლის ოქტომბერში გროზნოს გარნიზონის სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა „ვოსტოკის“ ასეულის მეთაურს, მუჰადი აზიევს. ბოროზდინოვსკაიას წმენდისთვის მას პირობითი პატიმრობა მიესაჯა. აზიევი თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადაჭარბებაში ცნეს დამნაშავედ. გაუჩინარებულთა ნათესავებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ამ საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა 2006 წლის ბოლოს გაიმართა. ...
წყარო

Aliona

რუსთავი
  • 2 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anka varketili

თბილისი
  • 5 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 4 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatia+ვირტიც

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 15 თვის წინ

Teona

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ