ზაზა გახელაძის მამას პრემიერი კიდევ ერთხელ შეხვდა

ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე ამბობს, რომ დღეს, 22 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა, თუმცა, პრემიერ-მინისტრმა თავისი ადრინდელი დაპირება უკან წაიღო. „ჩემი ოჯახისთვის არ მითქვამს, ისე შევხვდი ირაკლი ღარიბაშვილს. ვუთხარი, რომ შეგვპირდით, რომ ზაზას ორ კვირაში გაათავისუფლებდით, ამ ამბავზე რა ხდება-მეთქი. მითხრა, მეო ასე არ მითქვამსო. მე სხვა ფორმაზე ვთქვიო. შეგვპირდა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზაზა მალე დაბრუნდეს ოჯახშიო. კონკრეტული არაფერი გვითხრა“, - უთხრა ჟურნალისტებს მიხეილ გახელაძემ. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა მისი თქმით, ის 23 ივნისს გადავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი ოჯახი კი საპროტესტო აქციას გააგრძელებს. ამასთან, როგორც მიხეილ გახელაძე ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილმა ურჩია, ეს არ გააკეთოს. „მირჩია, არ გადავსულიყავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს უფრო ცუდად იმოქმედებსო. წამოსვლისას ვუთხარი, რახან ვთქვი, მაინც უნდა გადავიდე-მეთქი“, - თქვა მიხეილ გახელაძემ. 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე. წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს ე. წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას შემდეგ ოჯახი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას უშედეგოდ ითხოვს.ბოლო დროს მათ იმის შესახებაც განაცხადეს, რომ აქტიურ ქმედებებზე გადავლენ. ოჯახის წევრების თქმით, უახლოეს ხანებში ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ ქვემო ჭალის გარშემო 7 სოფელია. შვიდივე სოფლის მოსახლეობა მათ სოლიდარობას უცხადებს და საპროტესტო აქციაზე გამოსასვლელად მზადყოფნას გამოთქვამს. ...
წყარო

Elene

თბილისი
  • 5 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ana

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 14 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 4 თვის წინ

Laura

თბილისი
  • 2 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 1 საათის წინ

Marii

თბილისი
  • 10 წუთის წინ

Lizi varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 20 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 18 თვის წინ

Ekuna varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ