ზუგდიდის საკრებულოს წევრი არ აპირებს იდავოს ქალის წინააღმდეგ რომელმაც საღებავი შეასხა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხეს. მისი, როგორც საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილება დღეს ცნო საკრებულომ. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა სხდომის დასრულების შემდეგ მოქალაქე ფატი შენგელიამ, რომელმაც ხელჩანთით შეძლო საღებავის სხდომაზე შეტანა და ყველასთვის მოულოდნელად ის ბასილაიას შეასხა. დეპუტატი, რომლის პერანგიც წითელი საღებავით დაისვარა, იძულებული გახდა სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა. ფატი შენგელია მიიჩნევს, რომ თეიმურაზ ბასილაიას უარი უნდა ეთქვა დეპუტატობაზე და არ შესულიყო საკრებულოში, რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნების“ წევრები არიან. ფატი შენგელია 2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ირაკლი გაწერელიას ცოლია. მისი აზრით, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალი მიკროავტობუსის ექვსი მგზავრი, რომლებიც წინასაარჩევნოდ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები და ენმ-ის მხარდამჭერები იყვნენ, მმართველი გუნდის მიერ მოწყობილი ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირნენ. ფატი შენგელიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ თეიმურაზ ბასილაია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დადგნენ მის გვერდით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და არ იმყოფებოდნენ სასამართლო სხდომებზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებს განიხილავდნენ. „რვა თვეა ეს საქმე... [განიხილება] ჩვენმა პარტიამ [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] რომელსაც 9 წელი იკა გაწერელიამ სიცოცხლე შესწირა, დამაყენეს მარტო. რვა თვეა ამ შემთხვევის ყველაფერი - გამოძიება, პროკურატურა, სასამართლო, შემატოვეს მარტო მე და განაჩენის დღეს თბილისში ვრეკავ, ბიჭების სული მარტო არ დამიყენოთ განაჩენის დღეს... არცერთი მათგანი იქ არ ყოფილა. მათი ჩახოცვის სისხლს არცერთ მათგანს არ ვაპატიებ“, - განაცხადა სხდომაზე ფატი შენგელიამ. მოგვიანებით კი მან რადიო თავისუფლებასთან მოკლედ განმარტა, რომ თეიმურაზ ბასილაიას საღებავი შეასხა, რადგან არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და საკრებულოს წევრობაზე უარი არ თქვა: „მე ვთხოვე თემურს, რომ არ შესულიყო საკრებულოში, მაგრამ მან საკუთარი კეთილდღეობის გამო იკა გაწერელიას გადააბიჯა. იმიტომაც მიიღო ის რაც მიიღო. მას საკუთარი ინტერესების გარდა არაფერი სხვა არ ამოძრავებს“. მისივე სიტყვებით, მას არ აკმაყოფილებს სასამართლოს განაჩენი, რომელიც მომხდარის გამო ერთ-ერთი ტრანსპორტის მძღოლის მიმართ დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი დაეკისრა. „ეს ბიჭები არიან ჩახოცილი და არავინ ხმას არ აიღებს. ამ მიმართულებით აწი დაიწყება საუბარი“, - დასძინა მან. რაც შეეხება თეიმურაზ ბასილაიას, მისი განმარტებით, ითვალისწინებს მომხდარი ტრაგედიის გამო ფატი შენგელიას მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და საღებავის შესხმის ფაქ...
წყარო

Barbare

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 8 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 15 საათის წინ

ანუკი

თბილისი
  • 39 წუთის წინ

B a b i

თბილისი
  • 15 საათის წინ
  • VIP

Tusi29

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

N i a

თბილისი
  • 15 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nucaa

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 7 საათის წინ