გახელაძეების ოჯახს ორი ეპისკოპოსი ესტუმრა

ცხინვალის ციხეში მყოფი, ზაზა გახელაძის ოჯახში სასულიერო პირები მივიდნენ. ამ წუთებში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე ხვდებიან. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სასულიერო პირებთან და ეპარქიის ხელმძღვანელებთან შეხვედრას, 15 ივნისს ერგნეთში, უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ითხოვდნენ და მათ ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდნენ. ხვალ, 23 ივნისს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. მისმა ოჯახმა მისი გათავისუფლების თხოვნით არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას. ისინი შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს. ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე ამბობს, ის 23 ივნისს გადავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი ოჯახი კი საპროტესტო აქციას გააგრძელებს. პარალელურად, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია შესაძლოა, პროვოკაციაში გადაიზარდოს რომელსაც ისინი არ დაუშვებენ. კომიტეტი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შეიძლება დაარღვიონ ე.წ საზღვარი, რასაც მათი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება. ისინი მოუწოდებენ თბილისს, რომ აღკვეთონ მსგავსი ქმედებები. ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მას შემდეგ, თითქმის ერთი წელია, ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები. ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ ქვემო ჭალაში 23 ივნისს 12:30 საათზე დაიწყება. მოძრაობა სირცხვილია და პოლიტიკური მოძრაობა დროა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან. ...
წყარო

Nia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 13 საათის წინ

Sofa

თბილისი
  • 2 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 11 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 1 საათის წინ

Marika

თბილისი
  • 16 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 3 თვის წინ