უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის

“ქართულ ოცნების” ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და საქართველოს პარლამენტი კანდიდატებს კენჭს უყრის. კობახიძის შეფასებით, გაუგებარია განცხადებები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. “პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სურს საზოგადოებას გააცნოს პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური შეთანხმების შინაარსის გარშემო. მოლაპარაკებების ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერდა პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერებულიყო უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი. ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება. აღნიშნული გარემოება პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციითა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად მოუსმინოს და კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის მიხედვით საქარათველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განმწესების შესახებ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ....
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Darina

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Lika

თბილისი
  • 10 დღის წინ

Niniko

თბილისი
  • 19 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 46 წუთის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Semiha

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nica

თბილისი
  • 1 თვის წინ

Likyna

თბილისი
  • 40 წუთის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 7 თვის წინ