დღეს კიევში გაიმართება უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტი იწყებს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებულ შეხვედრებს. უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში, დახვედრის ცერემონიის შემდეგ გაიმართება სალომე ზურაბიშვილის და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა, რომელიც გაფართოებული ფორმატის შეხვედრით გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის თანმხლებ სახელმწიფო დელეგაციაში არიან მისი ადმინისტრაციის, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები. კიევში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს. ასევე ნახეთ უკრაინა-საქართველო: ძვრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ბოლო რამდენიმე თვეა გააქტიურდა. ივნისის დასაწყისში, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი. ასევე ნახეთ დენის შმიგალი: ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის და საქართველოს შესვლა მხოლოდ დროის საკითხია საქართველოს და უკრაინის მთავრობებს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2020 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. საქართველოს მთავრობამ მაშინ განაცხადა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა შეკითხვებს იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის აპრილში დაბრუნდა. ელჩის დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია კიევში ელჩის სასწრაფოდ დაბრუნება. 21 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტები ზელენსკი და ზურაბიშვილი შეთანხმდნენ ელჩის დაბრუნებაზე. ...
წყარო
  • 100%

Ana

თბილისი
  • 10 წუთის წინ

Viktorya

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 20 საათის წინ

Nicolasi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 14 თვის წინ
  • VIP

Ekako

თბილისი
  • 1 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Irmako

თბილისი
  • 3 საათის წინ

Natalia

ქუთაისი
  • 40 წუთის წინ

K e k e

ქუთაისი
  • 3 თვის წინ