საია: ქვეყანა ფაქტობრივად სამედიცინო რეცეპტებით იმართებოდა საგანგებო მდგომარეობის დროს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ანგარიშს, სადაც გაანალიზებულია როგორ იმართებოდა ქვეყანა 2020 წელს, პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის დროს. საია დაინტერესდა, იცავდა თუ არა კაბინეტი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და, გადაწყვეტილებათა მიღების დაჩქარებული წესის მიუხედავად, რამდენად შეძლო მან ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა თუ უკუკავშირის უზრუნველყოფა. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ საგანგებო მდგომარეობისას კაბინეტის საქმიანობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა. მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ეპიდემიოლოგების მოსაზრებებს ეყრდნობოდა და ქვეყანა ფაქტობრივად სამედიცინო რეცეპტებით იმართებოდა. მსჯელობის ეტაპზე ადამიანის უფლებების დამცველი სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების ჩართულობის მექანიზმი არ არსებობდა. პროცესიდან ფაქტობრივად გამორიცხული იყო პარლამენტიც. დახურულ კარს მიღმა საქმიანობა და საზოგადოებისთვის მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებების წარდგენა კვლევის ავტორების მიერ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დამაზიანებელ ფაქტორადაა შეფასებული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საქართველო მოუმზადებლად შეხვდა არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, რამაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ადამიანის უფლებებში ინტენსიური და არასასურველი ფორმით ჩარევა გარდაუვალი გახადა. მთავრობამ პანდემიის სამართავად არ გამოიყენა (ან სათანადოდ არ გამოიყენა) ნორმატიულ ან ფაქტობრივ დონეზე უკვე არსებული, სპეციალურად კრიზისების მენეჯმენტისთვის გათვალისწინებული ორგანოები და შექმნა ახლებური დროებითი სისტემა, საკოორდინაცო საბჭო, რისი საჭიროებაც კვლევის არცერთ ეტაპზე არ დადასტურდა. საიას კვლევამ აჩვენა, რომ საკოორდინაციო საბჭო, რომელიც პანდემიის დროს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებების მთავარი საფუძველი გახდა, დახურულ ფორმატში მუშაობდა და არც სხდომის ოქმებს აწარმოებდა, რაც მისი საქმიანობის შესწავლას შეუძლებელს ხდის. ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობის მმართველი ძირითადი ორგანოს საქმიანობა მხოლოდ ბრიფინგებისა და სპეციალურად შექმნილი ვებგვერდების მეშვეობით დასტურდებოდა. საია მიიჩნევს, რომ კაბინეტის მუშაობის ისედაც დახურული რეჟიმი კიდევ უფრო ჩაკეტა უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის დოკუმენტურად დადასტურებული მასალების არქონამ/გასაიდუმლოებამ. "დახურულ კარს მიღმა საქმიანობა და საზოგადოებისთვის ამ საქმიანობის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის წარდგენა არსებითად აზიანებს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ამგვარად, გარდა იმისა, რომ მთავრობამ მკაცრად უნდა უზრუნველყოს კოლეგიური ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებულ არასაიდუმლო მასალებზე ფართო ხელმისაწვდომობა, სათათბირო ორგანოებმა სავალდებულო წესით უნდ...
წყარო

Elena

ქუთაისი
  • 5 დღის წინ

Taso

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Sopo

თბილისი
  • 5 საათის წინ

Anita

ბორჯომი
  • 2 დღის წინ

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sali

ბათუმი
  • 2 საათის წინ

ვიკა

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 16 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • VIP+

mari mari

თბილისი
  • 7 დღის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 18 საათის წინ