წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო მანდატზე, საპარლამენტო სუვერენიტეტსა და თავისუფალ მანდატზე

მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო მანდატზე, საპარლამენტო სუვერენიტეტსა და თავისუფალ მანდატზე, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის წევრი, რომელიც უფლებამოსილებას იხსნის საკითხზე, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, ეს ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არა აქვთ, რა არის პარლამენტის წევრის სტატუსი და პარლამენტის წევრის მანდატი. „ადამიანები, რომლებიც კოლეგებთან ულტიმატუმით საუბრობენ, რომ მათ საპარლამენტო უფლებამოსილებას არ განახორციელებენ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორია. კოლეგებო, ვინც ამ განცხადებას იზიარებთ, საერთოდ არ გესმით, რას ნიშნავს საპარლამენტო სუვერენიტეტი და პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი. პარლამენტის წევრს აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება ხალხის ნება განახორციელოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილი. მან აქვე დასძინა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურა არის გამჭვირვალე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებზე ყველას ექნება კანდიდატებთან გასაუბრების შესაძლებლობა. ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით განაცხადა: „თუკი „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და “ქართული ოცნება“ დარჩებით მარტო“. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ასეთი მიდგომა ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატია და ყველაფერი, რაც აქამდე იყო, არის ფიქცია....
წყარო

მარი❤ანა

თბილისი
  • 7 საათის წინ

Lata

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 8 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 9 თვის წინ

Salo rustavi

რუსთავი
  • 15 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 3 თვის წინ

L i z u k a!!!

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 1 თვის წინ

Likuna8

თბილისი
  • 8 საათის წინ