ზაზა გახელაძის მამამ დროებით გადაიფიქრა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა

ცხინვალის ციხის პატიმრის, ზაზა გახელაძის მამამ მიხეილ გახელაძემ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა გადაიფიქრა. მან მედიას უთხრა, რომ განზრახვა პატრიარქის თხოვნის გამო შეცვალა. ამასთან, მიხეილ გახელაძის თქმით, თუ ერთი თვის განმავლობაში მისი შვილი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჯახთან ერთად გადავა. 22 ივნისს, მიხეილ გახელაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სოფელ ქვემო ჭალაში, გახელაძეების ოჯახში კი იმყოფებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე. ოჯახთან სასულიერო პირების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს რუსეთის პატრიარქს. ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით, მისი ოჯახის წევრები მხარდამჭერებთან ერთად, დღეს მშვიდობიან მსვლელობას გამართავენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალიდან სამთავისისკენ. ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა უარყო, რომ ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ. ასევე ნახეთ ზაზა გახელაძის სოლიდარობის აქცია და პროვოკაციის მოლოდინი დე ფაქტო რესპუბლიკაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. მოგვიანებით გახელაძეს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც. 2021 წლის თებერვალში, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. უკანონო პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთ დაპირებას ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ, შედეგი დღემდე არ მოჰყოლია, ამიტომ 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს საპროტესტო აქცია დაგეგმეს, მიხეილ გახელაძე კი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას აპირებდა. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ფორმატთან ერთად გამოყენებულია სხვა, არაფორმალური მექანიზმებიც. ...
წყარო

Anna

თბილისი
  • 10 წუთის წინ

Marii

თბილისი
  • 48 წუთის წინ

Likuna8

თბილისი
  • 50 წუთის წინ

Lizi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 14 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sema

თბილისი
  • 14 დღის წინ

Anii

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ