ზაზა გახელაძის ოჯახმა საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობაც გადაიფიქრა

ცხინვალის ციხის პატიმრის, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები მონაწილეობას აღარ მიიღებენ საპროტესტო მსვლელობაში, რომელიც 12:30 საათისთვის უნდა დაეწყოთ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალიდან სამთავისში მდებარე პოლიციის შენობისკენ. აქციაში მონაწილეობისთვის ქვემო ჭალაში თბილისიდან ჩავიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. "პატრიარქის თხოვნით, აღარ შევუერთდებით", - განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ. როგორც მან თქვა, მივლენ სამთავისის ეკლესიაში, სანთლებს აანთებენ და ზაზასთვის ილოცებენ: "ბოდიშს მოვუხდი კიდევ და კიდევ, ვინც შეწუხდა, მოვიდა, გვერდში დაგვიდგა". მანამდე, მიხეილ გახელაძემ პატრიარქის თხოვნა დაასახელა იმის მიზეზადაც, რომ უარი თქვა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლის განზრახვაზე. ასევე ნახეთ ზაზა გახელაძის მამამ დროებით გადაიფიქრა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა, დავით ქაცარავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქცია ოჯახის ინიციატივა იყო და აქტივისტები ქვემო ჭალაში ოჯახის თხოვნით ჩავიდნენ: "თუ ოჯახი არ გამოდის, ბუნებრივია, ჩვენ წავალთ, ჩვენ საქმეებს მივხედავთ". ქაცარავას ინფორმაციით, გახელაძის ოჯახის წევრებთან იმყოფებოდა მისთვის უცნობი პირი, რომელიც არწმუნებდა, რომ რუსეთი არ უნდა გააღიზიანონ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვემოჭალელი ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. მოგვიანებით გახელაძეს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც. 2021 წლის თებერვალში, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. უკანონო პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთ დაპირებას ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ, შედეგი დღემდე არ მოჰყოლია, ამიტომ 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს საპროტესტო აქცია დაგეგმეს, მიხეილ გახელაძე კი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას აპირებდა. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ფორმატთან ერთად გამოყენებულია სხვა, არაფორმალური მექანიზმებიც. 22 ივნისს, მიხეილ გახელაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სოფელ ქვემო ჭალაში, გახელაძეების ოჯახში კი იმყოფებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე. ოჯახთან სასულიერო პირების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს რუსეთის პატრიარქს. ...
წყარო

Nina

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nicolasi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Eleniko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Alesia

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Taso88

თბილისი
  • 51 წუთის წინ

Nina

თბილისი
  • 1 თვის წინ

მარი❤ანა

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ

Irmako

თბილისი
  • 3 საათის წინ

Marisha

თბილისი
  • 3 დღის წინ