შინაგან საქმეთა მინისტრს იმედი აქვს, რომ ზაზა გახელაძეს მალე გაათავისუფლებენ

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღეს განიხილეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე. სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლავაც ყველაფერს აკეთებს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად და პროცესში საპატრიარქოც ჩაერთო. გომელაურის თანახმად. დეტალებზე საჯაროდ ვერ ილაპარაკებს, რადგან ამან შესაძლოა, პროცესი დააზიანოს და მოლაპარაკება ჩაშალოს:„ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, გაათავისუფლებენ და მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს“. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. მოგვიანებით გახელაძეს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც. 2021 წლის თებერვალში, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. უკანონო პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთ დაპირებას ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ, შედეგი დღემდე არ მოჰყოლია, ამიტომ 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს საპროტესტო მსვლელობა დაგეგმეს, ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე კი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას აპირებდა. თუმცა, დღეს ოჯახმა ეს გეგმა შეცვალა. მიხეილ გახელაძემ მიზეზად პატრიარქის თხოვნა დაასახელა. ასევე ნახეთ ზაზა გახელაძის ოჯახმა საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობაც გადაიფიქრა 22 ივნისს, მიხეილ გახელაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სოფელ ქვემო ჭალაში, გახელაძეების ოჯახში კი იმყოფებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე. ოჯახთან სასულიერო პირების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს რუსეთის პატრიარქს. ...
წყარო

Tako

თბილისი
  • 14 თვის წინ
  • VIP

Sali

თბილისი
  • 16 საათის წინ

Niako

ქუთაისი
  • 9 საათის წინ

Miranda

თბილისი
  • 1 საათის წინ

Marishka

თბილისი
  • 4 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 15 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 3 დღის წინ

Samira

თბილისი
  • 5 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 13 წუთის წინ

Anita

ქუთაისი
  • 17 წუთის წინ