აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახი: სასურველია, მეტად მიაქციონ ყურადღება

ოკუპირებულ გალის რაიონში აფხაზური დროშის დაწვისთვის დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილები იქნებიან, როცა „შედეგი დადგება“: „მოლოდინი მაქვს, რომ არის მაქსიმალური ჩართულობა“, - ამბობს ირაკლის ბიძაშვილი თამუნა ბებუა და განაგრძობს: „სასურველია, რომ მეტად იყოს ირაკლის საკითხი დღის წესრიგში და მეტად მიაქციონ ყურადღება“. თამუნა ბებუას თქმით, ირაკლის აწუხებს თავის და კუჭის ძლიერი ტკივილები. „გუშინ უნდა ენახა ექიმს და როგორც გვაქვს ინფორმაცია, ნახა კიდეც. დღეს ველოდებით დასკვნას, შემოწმების შედეგებს. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს“, - ამბობს თამუნა და ამატებს, რომ ინფორმაციას ირაკლის მდგომარეობაზე ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან იღებს. ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ძალიან მძიმე, „რომ რაღაც გადაუდებელი სჭირდებოდეს“. ბებუას ოჯახს იმედი აქვს ჟენევის მოლაპარაკებებისა, რომელიც 29-30 ივნისსაა ჩანიშნული. ბებუას გათავისუფლების საკითხი ქართულმა მხარემ ერთხელ უკვე დააყენა ჟენევაში, თუმცა რაიმე ქმედითი შედეგი აღნიშნულ განხილვას არ მოჰყოლია. არასამთავრობო ორგანიზაციები „უფლებები საქართველოსთვის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალური კონტროლის არარსებობის მიუხედავად საქართველოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულებები, გაატაროს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი პოლიტიკა. „სამწუხაროდ, კონფლიქტის რეგიონებში და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის, მათ შორის, არ არის სათანადოდ დანახული დე ფაქტო მთავრობებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების რესურსი, რის გამოც მთლიანობაში სახელმწიფოს მცდელობები კვლავ ფრაგმენტული, სუსტი და უფრო რეაქციული რჩება“. 2020 წლის 30 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ირაკლი ბებუა, რომელმაც გალის რაიონში დაწვა „აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა“. მოგვიანებით, დე ფაქტო შსს-მ განაცხადა, რომ ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა აღმოაჩინეს. დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუა „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 7 დეკემბერს მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ...
წყარო

Lizi

თბილისი
  • 14 დღის წინ

Dada

თბილისი
  • 37 წუთის წინ

Anka varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ксюша

თბილისი
  • 1 საათის წინ

Sveta

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Mariami

თბილისი
  • 5 დღის წინ

Bela

ქუთაისი
  • 5 საათის წინ

Ana

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 51 წუთის წინ

Nata

თბილისი
  • 18 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 14 დღის წინ