ჰონგ-კონგის უდიდესმა პროდემოკრატიულმა გაზეთმა გამოაცხადა, რომ იხურება

ჰონგ-კონგის უდიდესმა პროდემოკრატიულმა გაზეთმა Apple Daily-მ გამოაცხადა, რომ ამ კვირაში დაიხურება, რაც დიდი დარტყმაა ქალაქში პრესის თავისუფლებისთვის. დირექტორთა საბჭომ 23 ივნისს განაცხადა, რომ Apple Daily-ის ბეჭდური და ონლაინ გამოცემები შეჩერდება არაუგვიანეს 26 ივნისისა „ჰონგ-კონგში ამჟამად შექმნილი გარემოებების გამო“. ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა Apple Daily-ის მთავარი რედაქტორისა და გაზეთის ხელმძღვანელობის კიდევ ხუთი წევრის დაპატიმრება. მათ ეროვნული უსაფრთხოების კანონის დარღვევაში ედებათ ბრალი. ხელისუფლებამ ასევე გაყინა 2,3 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები, რომლებსაც პოპულარულ გაზეთთან დაკავშირებული კომპანიები ფლობენ. პოლიციის თანახმად, Apple Daily-ის მიერ გამოქვეყნებული ათობით სტატია არის შეთქმულების საბუთი, რომლის მიზანია ჰონგ-კონგისა და ჩინეთის წინააღმდეგ უცხოური სანქციების დაწესება. გაზეთის მფლობელი, მილიარდერი ჯიმი ლაი, რამდენიმე საქმის გამო იხდის პატიმრობას პროდემოკრატიულ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობისთვის, რომელმაც ჰონგ-კონგი შეარყია 2019 წელს და რომელიც გამოწვევა იყო ჩინეთის მმართველობისთვის. მას ასევე ბრალი ედება ეროვნული უსაფრთხოების კანონის დარღვევაში, მათ შორის, უცხო ქვეყანასთან გარიგებაში. ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც ფართო კრიტიკის საგნად იქცა, შარშან შევიდა ძალაში. პეკინი და ჰონგ-კონგის ხელისუფლება ამბობენ, რომ ეს აუცილებელი იყო სტაბილურობისთვის, მაგრამ, კრიტიკოსების აზრით, კანონი საწინააღმდეგო აზრის ჩახშობას ემსახურება. ...
წყარო

Alesia

თბილისი
  • 6 დღის წინ

Natalia

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 5 დღის წინ
  • VIP

ნინი

თბილისი
  • 9 საათის წინ

Natali❤️

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 11 საათის წინ

Anano da nita

თბილისი
  • 24 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ