კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის გავრცელების გამო, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში შეზღუდვები აღადგინეს

სიდნეის მცხოვრებთ დიდწილად აეკრძალათ ქალაქიდან გასვლა, იმ ფონზე, როცა ავსტრალიის ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის ახალი, გადადების მაღალი მაჩვენებლის მქონე "დელტა" ვარიანტის გავრცელება. დედაქალაქ ველინგტონში COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომები გაამკაცრა ახალმა ზელანდიამაც, იმ შეშფოთების ფონზე, რომ ავსტრალიელმა ტურისტმა შესაძლოა მოსახლეობის ვირუსის "დელტა" ვარიანტით ინფიცირება გამოიწვია. სიდნეიში 30-ზე მეტ პირს დაუსვეს COVID-19-ის დიაგნოზი მას შემდეგ, რაც ქალაქში გასულ კვირაში გამოჩნდა ვირუსის "დელტა" ვარიანტი - რომელიც პირველად ინდოეთში იქნა აღმოჩენილი. ახალი შეზღუდვები ითვალისწინებს დაუყოვნებელ აკრძალვას ქალაქიდან არააუცილებელი მიზნით გასვლაზე და საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვებს. ავსტრალია და ახალი ზელანდია, რომლებიც წელს ერთმანეთთან კარანტინის გარეშე მოგზაურობაზე შეთანხმდნენ, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებს შორის არიან, თუმცა ვაქცინაცია ამ ქვეყნებში ნელი ტემპით მიმდინარეობს. 25 მილიონი მოსახლის მქონე ავსტრალიაში ჯერჯერობით მხოლოდ 6,7 მილიონამდე მოქალაქეა აცრილი, 5 მილიონი მოსახლის მქონე ახალ ზელანდიაში კი ვაქცინის პირველი დოზა მოქალაქეთა 13 პროცენტს გაუკეთდა. ...
წყარო

Elene

თბილისი
  • 17 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Salita gestumrebit

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Irinka

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 30 წუთის წინ

Nia

თბილისი
  • 12 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 17 საათის წინ