ევროკავშირი ზომებს მიიღებს უნგრეთის წინააღმდეგ, ლგბტ "სამარცხვინო" კანონმდებლობის გამო

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ზომებს მიიღებს უნგრეთის ახალი, ლგბტ თემის საწინააღმდეგო კანონის წინააღმდეგ, რადგან ის არღვევს ბლოკის ფუნდამენტურ ღირებულებებს. "უნგრეთის კანონმდებლობა სირცხვილია", - თქვა ფონ დერ ლაიენმა 23 ივნისს და დასძინა, რომ კანონმდებლობა "აშკარად ახდენს ადამიანების დისკრიმინაციას, მათი სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე". "კომისრებს დავავალე, წერილი მისწერონ უნგრეთის მთავრობას და ჩვენი იურიდიული შეშფოთება გამოხატონ, სანამ კანონპროექტი ძალაში შევა", - ამბობს ფონ დერ ლაიენი. კანონპროექტი, რომელსაც მოწინააღმდეგეები მწვავედ აკრიტიკებენ და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების ხელყოფად მიიჩნევენ, მწვავედ იქნა გაკრიტიკებული საერთაშორისო ასპარეზზე, მას შემდეგ, რაც ის გასულ კვირაში დაამტკიცა უნგრეთის პარლამენტმა. შემოთავაზებული იურიდიული ცვლილებები მოიცავს ისეთი ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას 18 წლამდე პირებში, რომელსაც მთავრობა მიიჩნევს ჰომოსექსუალობის ან გენდერის შეცვლის ხელშემწყობად. აკრძალვა შეეხება ასევე რეკლამას, და ზღუდავს მესიჯებს, რომლებიც 18 წლამდე მოქალაქეებს ლგბტ ადამიანებთან სოლიდარულად გამოსახავს. ლუქსემბურგში 22 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის 13-მა წევრმა ქვეყანამ დაგმო უნგრეთის ეს იურიდიული ინიციატივა, იყო მოწოდებები ევროკომისიის მიმართ, რომ მან ბუდაპეშტი ევროპის უზენაესი სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს. ...
წყარო

Nanka

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 3 თვის წინ

Kristin

თბილისი
  • 11 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 13 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 16 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nata

ქუთაისი
  • 5 დღის წინ

Eleniko

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mary

თბილისი
  • 1 დღის წინ

Irinka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 1 თვის წინ

B a b i

თბილისი
  • 15 საათის წინ