ხაზარაძის ინიციატივაა, მოსამართლეთა დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს

ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, თუ მმართველი პარტია გააგრძელებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, მათ პარლამენტი დატოვონ. პარლამენტის ტრიბუნიდან ხაზარაძემ თქვა, რომ "ქართული ოცნება" შეთანხმებას უხეშად არღვევს. "ეს არის უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, შარლ მიშელის დოკუმენტი მაქვს მხედველობაში, ეს არის უგულებელყოფა ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის და მინდა გავაჟღერო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს - თუ "ქართული ოცნება" მსგავსი მეთოდით დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავიდეთ პარლამენტიდან და დარჩნენ მარტო", - თქვა ხაზარაძემ. "ქართული ოცნება" პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა. ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს "ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება", - განაცხადა კობახიძემ. ბრიფინგზე კობახიძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიების მსგავსად აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობდა, რომ ახალი მოსამართლეების არჩევა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება. ამის მიუხედავად "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ასრულებს პოლიტიკური შეთანხმების პირობებს. ასევე ნახეთ კელი დეგნანი: მოსამართლეთა დანიშვნის გაგრძელება გაშვებული შესაძლებლობა იქნება "[პარლამენტმა] უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს... ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა", - ეწერა პოლიტიკურ მხარეებს შორის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებაში. საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უვადოდ ირჩევენ. საბჭომ რამდენიმე დღის წინ, 17 ივნისს, 9 კანდიდატი შეარჩია. ახლა ამ კანდიდატებთან მოსმენები პარლამენტში უნდა გაიმართოს და საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნ...
წყარო

Lile

ქუთაისი
  • 6 დღის წინ
  • VIP

Natali

თბილისი
  • 2 დღის წინ

Salo rustavi

რუსთავი
  • 2 საათის წინ

Niniko

თბილისი
  • 19 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 19 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nucaa

ბათუმი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 10 წუთის წინ

Taso

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 საათის წინ

Mariko

თბილისი
  • 5 თვის წინ

Алина

თბილისი
  • 4 დღის წინ