დეპუტატობისას მქონდა განცდა, რომ ვიყავი დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი - თეა წულუკიანი გელათში მედიის არშეშვებაზე

კულტურის მინისტრის განმარტებით, მედიას გელათის სამონასტრო კომპლექსში ექსპერტების სამუშაო პროცესის გასაშუქებლად არ უშვებენ იმიტომ, რომ მათ მუშაობაში არ შეუშალონ ხელი. ამ კონტექსტში მან თავისი დეპუტატობის პერიოდში მიღებული გამოცდილება გაიხსენა და თქვა, რომ თავი დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი ეგონა. "რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ მაგალითისთვის, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას და მე მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი. მე ამით ვიყავი ბედნიერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იტალიელ ექსპერტებს სურთ მშვიდ გარემოში მუშაობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი სიტყვებით, ექსპერტები, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ, არიან იუნესკოს მიერ წარმოდგენილები, ჯგუფის ნაწილმა სახურავთან დაკავშირებულ პრობლემებზე უნდა დასვას დიაგნოზი და „თქვას, რა გადაწყვეტილებები იქნებოდა უპრიანი, თუმცა ამ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ ისინი, გადაწყვეტილებებს მივიღებთ ჩვენ, მათთან ერთად ქართველი პროფესიონალების ჩართულობით“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისი სიტყვებით, მეორე ჯგუფიც იუნესკოს მიერ რეკომენდებული ჯგუფია, ისინი კედლის მხატვრობის დაზიანების დიაგნოსტიკაზე მუშაობენ. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი მედიასთან კომენტარს გააკეთებენ. თეა წულუკიანის განმარტებით, იტალიელ ექსპერტებთან ერთად კულტურის სამინისტროს და ქართველი მეცნიერების 7-კაციანი ჯგუფი მუშაობს. ასევე ნახეთ გელათის შემსწავლელი ექსპერტების ვინაობა არ სახელდება - მონასტერი ერთი კვირით დაიკეტა დღეიდან 30 ივნისამდე გელათის მონასტერში კულტურის სამინისტროს მოწვევით ევროპელი ექსპერტები იმუშავებენ, მონასტერი ერთი კვირით დაკეტილია და იქ შესვლა ეკრძალებათ როგორც მოქალაქეებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს. კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით, ექსპერტებმა, რომლებიც საქართველოში იუნესკოს რეკომენდაციით ჩამოვიდნენ ძეგლის შესასწავლად, მედიასთან შეხვედრა არ ისურვეს, ამიტომ არაუფლებამოსილია, მათი ვინაობა და კვალიფიკაცია დაასახელოს. გამჭვირვალობისთვის აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურის გარდა სამუშაოების წარმოებაზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდეთ მედიას და იმ ორგანიზაციას, რომელიც გელათის მონასტერში მიმდინარე პროცესებზე ერთი წელია აქტიურად საუბრობს, - ამბობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, გელათის სამონასტრო კომპლექსს კვლავ საფრთხე ემუქრება. უხარისხოდ შესრულებული გადახურვის სამუშაოების გამო წყალი ჩავიდა და ფრესკები დააზიანა. გელათის სამონასტრო კომპლექსი "იუნეს...
წყარო

Mariami

თბილისი
  • 7 დღის წინ

Ekako transi

თბილისი
  • 11 საათის წინ

Moni

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ilona varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • 100%

Tika

თბილისი
  • 11 დღის წინ

Leluka

თბილისი
  • 24 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 14 საათის წინ

ლილიანა

თბილისი
  • 3 დღის წინ

Masho

თბილისი
  • 12 დღის წინ

Tekla

თბილისი
  • 16 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 11 საათის წინ