სვიატლანა ციხანოუსკაია: ლუკაშენკას რეჟიმი შეშინებულია

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას თქმით, გასულ თვეში მინსკის მიერ ავიაკომპანია Rynair-ის სამგზავრო თვითმფრინავისთვის მარშრუტის შეცვლა იყო „შეცდომა“, რომელმაც დასავლეთი ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ დამუხტა. ციხანოუსკაიამ Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა, თქვა: „[თვითმფრინავის] ამ გატაცებამ იმოქმედა ყველა ევროპელ ლიდერზე, ვინაიდან თვითმფრინავში მათი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.“ ლუკაშენკას რეჟიმს „აქამდე არასოდეს გადაუკვეთია ევროპის სფეროში ჩარევის წითელი ხაზი,“ თქვა მან. „რეჟიმი იმდენად შეშინებულია ბელარუსის მოსახლეობის ერთიანობით, ევროპის კავშირის, აშშ-ის ერთიანობით ბელარუსში შექმნილი ვითარების გარშემო, რომ მათ სტრატეგიულად აზროვნება შეწყვიტეს. მათ ემოციურად აზროვნება დაიწყეს,“ დასძინა მან. ლუკაშენკას რეჟიმი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშაა მას მერე, რაც მან პოლიტიკური ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიებს მიმართა 2020 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ კენჭისყრაში ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა. კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი აიძულა, დამჯდარიყო მინსკის აეროპორტში და მასში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი დააპატიმრეს. ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 21 ივნისს ბელარუსს ახალი პერსონალური სანქციები დაუწესეს. ევროპის კავშირმა ბელარუსს შეიძლება უკვე ამ კვირაში დაუწესოს ეკონომიკური სანქციები ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა. ეკონომიკურ სანქციებს განიხილავენ ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები 24-25 ივნისს, თავიანთი სამიტის დროს. ადრე, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ დიდი ალბათობით სანქციები შეეხება ბელარუსიდან ნავთობპროდუქტების და კალიუმის სასუქების გატანას და ასევე საბანკო სფეროს. ...
წყარო

თათო

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 21 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 15 თვის წინ

ანა

ბათუმი
  • 15 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Nata transi tbilisi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 18 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 2 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 15 თვის წინ

Nina

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 14 დღის წინ