ირანი ოპტიმიზმით უყურებს ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის პერსპექტივას

ირანის მიმავალი პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, გადაჭრილია მთავარი საკითხები თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, საიმისოდ, რომ აღდგეს 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება - თუმცა, გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ რამდენიმე წინაღობა კვლავაც გადასალახი რჩება. ჰასანი ამ განცხადებით გამოვიდა 23 ივნისს, მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე, იმ ფონზე, როცა ირანის სხვა მაღალჩინოსნებმაც მიანიშნეს აპრილის შემდეგ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეულ პროგრესზე. როჰანის აპარატის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ ვაეზიმ თქვა, რომ აშშ პრინციპში დათანხმდა იმ 1000-ზე მეტი სანქციის მოხსნას, რომლებიც ირანს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღუდგინა სამი წლის წინ, ხელშეკრულებიდან გასვლისას. "მიღწეულია შეთანხმება მოიხსნას ყველა სანქცია, რომლებიც დაუწესდა დაზღვევის, ნავთობის და გადაზიდვების სფეროებს" - ვაეზის ამ სიტყვებს ირანის მედია ავრცელებს. უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 20 ივნისს განაცხადა, რომ გასაკეთებელი კვლავაც ბევრი რამ რჩება, მათ შორის სანქციებთან და ირანის მხრიდან ბირთვული ვალდებულებების აღებასთან მიმართებით. აშშ მოლაპარაკებას ესწრება, თუმცა მასში პირდაპირ არ იღებს მონაწილეობას, დიდწილად პირისპირ შეხვედრაზე ირანის უარის გამო. ...
წყარო

Tiko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Megi

თბილისი
  • 15 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 7 საათის წინ

Irinka

თბილისი
  • 10 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 6 საათის წინ

L i z u k a!!!

თბილისი
  • 14 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 14 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marisha

თბილისი
  • 2 დღის წინ

Deaaa

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Nukka

თბილისი
  • 1 თვის წინ