დეგნანი: მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება 

საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგვაძეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ​შეხვდა. როგორც დიპლომატმა თქვა, ამერიკის შეერთებული შტატები 25 წელზე მეტია საქართველოსთან მართლმსაჯულების, მათ შორის სისხლისსამართლებრივი სისტემის განვითარებაზე მუშაობს. „საქართველოს სისხლისსამართლებრივი, პენიტენციური და მთლიანად სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება USAID-ის, იუსტიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის და არაერთი სხვა სააგენტოს რამდენიმე პროგრამა. ეს არის სფერო, სადაც ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მნიშვნელოვანი იყო ამ თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ მინისტრთან საუბარი, რის შედეგადაც შესაძლოა მის მიერ დასახული პრიორიტეტული მიმართულებების გაფართოებაც მოხდეს“, - აღნიშნა ელჩმა და დაამატა: - „ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ არის ჩვენი თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროსთან ასეთი მნიშვნელოვანი. გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პერიოდში ვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. სწორედ ამიტომ კმაყოფილება გამოვთქვით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული“. კელი დეგნანმა ილაპარაკა 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების აუცილებლობის შესახებ. „ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით. მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება. ეს არის საქმე, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ და რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება“, - თქვა აშშ-ის ელჩმა. კელი დეგნანმა 19 ივნისს თქვა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების არჩევა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება. ასევე ნახეთ კელი დეგნანი: მოსამართლეთა დანიშვნის გაგრძელება გაშვებული შესაძლებლობა იქნება „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს. „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, თუ მმართველი პარტია გააგრძელებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, პარლამენტი დატოვონ. ...
წყარო

ნიაკო

თბილისი
  • 14 დღის წინ
  • VIP

Taso88

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Vika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

ქუთაისი
  • 6 საათის წინ

Sema

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nata

ქუთაისი
  • 14 დღის წინ

Nica

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Tika

თბილისი
  • 14 დღის წინ
  • VIP

Lusi22

თბილისი
  • 9 საათის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ