შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებით სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც „კლანის“ არსებობას უწყობს ხელს

შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებით ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც „კლანის“ მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები და კონკრეტული ზეწოლის მექანიზმები „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების” მხრიდან ყველა მცდელობა, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებას საფრთხეს უქმნის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან ძალიან ცუდად იქნება აღქმული. „უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ზედმიწევნით შესრულდეს მიშელის შეთანხმება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას საფრთხე შეუქმნას, ძალიან ცუდად იქნება აღქმული”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, ქვეყანას არ უნდა წაერთვას შანსი, მართლაც გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. „დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წარმომადგენლებთან. იმ ადამიანებთან, რომლებიც რეალურად განსაზღვრავს საკანონმდებლო ორგანოში, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და ასევე, გვექნება შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ასევე, იმ ადამიანების ჯგუფთან, ვინც მუშაობს საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკაზე. ჩვენი მთავარი თემა, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის, რა თქმა უნდა, მიშელის შეთანხმების შესრულება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერდეს აუცილებლად მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და უნდა შესრულდეს ზედმიწევნით მიშელის შეთანხმება. ერთი რამ ფაქტია – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას შეუქმნას საფრთხე, ძალიან ცუდად აღქმული იქნება. დღეს ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა, რომ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეების მიმართებით ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც ამ „კლანის“ მუშაობას და მის არსებობას უ...
წყარო

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Bela

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 21 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lana

თბილისი
  • 22 წუთის წინ

Катя

თბილისი
  • 17 თვის წინ

ნინი

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

ანუკი

თბილისი
  • 1 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 20 თვის წინ

Leluka

თბილისი
  • 19 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 3 თვის წინ

Dada

თბილისი
  • 7 წუთის წინ