ოპოზიციის განცხადება, რომ კრიზისი გამოიწვიონ, პარლამენტიდან გავიდნენ და ქვეყანა ჩიხში შეიყვანონ, არასერიოზულია

ოპოზიციის განცხადება იმის თაობაზე, რომ კრიზისი გამოიწვიონ, პარლამენტიდან გავიდნენ და ქვეყანა ამით ჩიხში შეიყვანონ, არასერიოზულია,- ასე პასუხობს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას. მისი თქმით, პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი წარიმართება. “თვეების განმავლობაში, როცა ოპოზიცია უარს ამბობდა საკუთარი მანდატის განხორციელებაზე, დადასტურდა, რონ იყო ფუჭი, ტყუილად დაკარგული დრო მათთვის და ქვეყნისთვის. პარლამენტში მათი ყოფნა ადასტურებს, რომ პარტიების საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა მნიშვნელოვანია. პარლამენტში მათი ყოფნა არ არის ანგარიშის გაწევა “ქართული ოცნებისთვის”, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის მანდატების განხორციელება. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურებს, “ქართული ოცნება” სიტყვა-სიტყვით მიჰყვება 19 აპრილის შეთანხმებას. მოსამართლეობის კანდიდატები წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში და ყველას ექნება შესაძლებლობა მათ კითხვები დაუსვას. უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი წარიმართება და შეგვეძლება გადავწყვიტოთ, კანდიდატებს მხარს ვუჭერთ თუ არა. ეს არის დემოკრატიის მანდატი, რომელიც ყველას გაგვაჩნია და ამაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიას. შეგვიძლია, ამ ლოგიკით უარი ვთქვათ კანონების მიღებაზე. 19 აპრილის შეთანხმება საჯაროა როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე. ყველას შეუძლია დებულებებს ჩახედოს და ჩვენი განმარტებები ნახოს, შემდეგ მივიღებთ კითხვებს, რა პუნქტში არ შეესაბამება ჩვენი განმარტება 19 აპრილის შეთანხმებას – ჯერჯერობით მითითებაა სულისკვეთებაზე, რაც ბუნდოვანი ტერმინია და ბოლო პერიოდში დამკვიდრდა, იმის დასასაბუთებლად რაც სიტყვიერად არ არსებობს ხოლმე შეთანხმებაში,”- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ თუ მმართველი გუნდი მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, პარლამენტიდან გავიდნენ....
წყარო

ნინი

თბილისი
  • 11 საათის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 5 თვის წინ

Alev

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Dada

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Катя

თბილისი
  • 2 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nanuka

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sveta

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Annaa

თბილისი
  • 4 თვის წინ